0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,საინტერესოა რა დაგვიჯდა ეს გრანდიოზული ვიზიტი" - ნათია თურნავას აშშ-ში United Airlines-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს

"ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძე მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის,  ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტის შესახებ წერს:

საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი, ქალბატონი ნათია თურნავა დიდის ამბით, მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა აშშ-ი. ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი დაერწმუნებინათ იმაში, რომ თბილისიდან აშშ-ი ფრენების შესრულება არის კომერციულად მოგებიანი.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, United Airlines-ის ვერც ერთმა მაღალი რანგის, გადაწყვეტილების მიმღებმა, თანამდებობის პირმა, ეკონომიკის მინისტრთან და მის დელეგაციასთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა. ქართულ დელეგაციას ერთ-ერთ სასტუმროს მისაღებში შეხვდა, ლანჩ თაიმზე გამოსული United Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი. შეხვედრამ როგორ ჩაიარა, აღარ დავწვრილმანდები, მაინც სახელმწიფოს საიდუმლოების საკითხია. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს უთხოვია კომენტარი United Airlines-ის თანამშრომლისთვის, რომელმაც მიუგო, რომ არ იყო უფლებამოსილი პირი და მოუწოდა, რომ მიერმართად ავიაკომპანიის პრესსამსახურისთვის. შემდეგ ერთმანეთს გადახედეს და ჩვენ მაინც გავაკეთოთ კომენტარები, ხალხი რას გაიგებს ვის შევხდით, ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებითო. ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაცია მიმართა, ხომ შეიძლება მიმღებში დელეგაციის კომენტარები ჩავწეროთო, სასტუმროს ადმინისტრაციამ მტკიცე უარი განუცხადა და მოუწოდა, გარეთ გაბრძანებულიყვნენ და იქ ჩაეწერათ.
ვიდეო მასალა იხილეთ კომენტარებში:

📌 საინტერესოა საქართველოს მოქალაქეებს, გადასახადის გადამხდელებს რა დაგვიჯდა ეს გრანდიოზული და ნაყოფიერი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - მალე გაიგებთ #HUBGeorgia

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...