1 9 : 2 6
 | 

მსოფლიო

"მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” -ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რის 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.  მისი 15 წლის  ქალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: 

"არასდროს მომწონდა ასეთი ტიპის პოსტები, თუმცა ახლა მივხვდი, რომ მართლაც დიდი შვების წყაროა.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას:)
Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride.

მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა:) ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა – უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა:)

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი:)

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი“, – წერს ნოდარ ხადურის ქალიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    5.4 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლე - პრინცი ჰარი ...

    პრინც ჰარის და მეგან მარკლი სულ მალე საცხოვრებლად შტატებში გადავლენ. წყვილი სავარაუდოდ, 5.4 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლეში იცხოვრებს. სასახლე, რომელიც მალიბუში მდებარეობს, პეტრა მეინორის სახე...

  • 13:57

    კანადაში მასშტაბურ ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვ...

    კანადაში მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა, 200- მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,  დაიღუპა 2 ადამიანი, 69 კი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი მონრეალში მოხდა . ...

  • 16:56

    ელტონ ჯონმა კონცერტზე ხმა დაკარგა...

    ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა „ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრ...

  • 16:36

    პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა...

    ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა, მას სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სიაშია.მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა დ...

  • 15:20

    ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის სასჯელი გა...

    შვეიცარიაში ჰომოფობიის წინააღმდეგ  სასჯერლი გამკაცრდა,  ჩატარდა რეფერენდუმი, მოსახლეობამ ამ გზით მხარი დაუჭირა  ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის  სასჯელის გამკაცრებას. საკანონმ...

  • 23:34

    ექიმი, რომელმაც კორონა ვირუსის შესახებ მსოფლიო პირ...

    ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანი, რომელიც საზოგადოებას კორონა ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში აფრთხილებდა კორონა ვირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.შეგახსენებთ, რომ ექიმმა სოცია...

  • 12:32

    23 წლის გოგონა, რომელიც პრინცესა დაიანას ასლია, Th...

    2020 წლის დეკემბერში პოპულარული სერიალის, The Crown-ის მეოთხე სეზონი გამოვა.  ლედი დის როლის შემსრულებელმა მსახიობმა დიდი ინტერსი გამოიწვია, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის ძალიან ჰგავს პრინცესას. პრ...