2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა სენსაციურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ ტექნოლოგიებში 2025 წლისთვის

კომპანია HUAWEI უკვე წლებია არ თმობს ლიდერ პოზიციებს ბაზარზე და არის მოწინავე კომპანია სმარტ მოწყობილობების წარმოების მიმართულებით. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა, ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოუდგინეს საზოგადოებას 10 მეგატრენდი, რომელიც მათი აზრით აქტუალური იქნება  2025 წლისთვის . საინტერესოა რას გვიმზადებს სმარტფონების ბაზარი ხანგრძლივი დროის პერსპექტივით. კომპანია  HUAWEI „გლობალური ინდუსტრიის ხედვის ანგარიშს“ (Global Industry Vision (GIV)) აქვეყნებს,  სადაც კონკრეტულად არის ასახული კომპანიის წინასწარმეტყველება ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივებზე და ინდუსტრიის ხედვა 2025 წლამდე.გთავაზობთ, GIV– ის ძირითადი პროგნოზების 10 მნიშვნელოვან  ტენდენციას, რომელიც 2025 წლისთვის HUAWEI-ის ძალისხმევით მიღწევადი იქნება.  

ცხოვრება ბოტებთან ერთად: მიღწევები მატერიალურ მეცნიერებაში, აღქმადი ხელოვნური ინტელექტი და ქსელური ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სხვადასხვა საშინაო და პერსონალურ საქმეებში სპეციალურად შექმნილი რობოტები გამოვიყენოთ. GIV-ზე დაყრდნობით HUAWEI წინასწარმეტყველებს სახლის რობოტების 14%-იან გავრცელებას გლობალური მასშტაბით.

სუპერ ხედვა: 5G-ის დაფარვა, VR/AR, მანქანათმცოდნეობა და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს  ახალი და უნიკალური  აღმოჩენები გავაკეთოთ ადამიანების, ბიზნესის და კულტურის მიმართულებით. GIV-ი წინასწარმეტყველებს, რომ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც AR/VR-ს იყენებენ 10%-მდე გაიზრდება.

ნულოვანი ძიება: მომავალში საჭირო ინფორმაციის ხანგრძლივი ძიება აღარ იქნება საჭირო, რადგან ის თავად გვიპოვის ჩვენ - ჭკვიანი მოწყობილობები წინასწარ განჭვრეტენ ჩვენ საჭიროებებს და მოგვაწვდიან ყველა აუცილებელ ინფორმაციას.  GIV წინასწარმეტყველებს, რომ smart მოწყობილობების მომხმარებლების 90%  ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ, ელექტრონულ  პირად თანაშემწეებსაც გამოიყენებს.

მორგებული ქუჩები: ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთთან დააკავშირებს ადამიანებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და ინსფრასტრუქტურას. GIV წინასწარმეტყველებს, რომ  სატრანსპორტო საშუალებების 15% დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან.სამუშაო პროცესი ბოტებთან ერთად: ამ დროისთვის უკვე გარდაიქმნება მრავალი ინდუსტრია. smart ავტომატიზაცია უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას შეძლებს, ვიდრე ამ ეტაპზე  შეუძლია. GIV წინასწარმეტყველებს, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში  ყოველ 1000 ადამიანზე 103 რობოტი იქნება გათვლილი.

დამატებითი კრეატიულობა: Cloud-ის ხელოვნური ინტელექტი შეამცირებს ფასსა და ბარიერს მეცნიერული ექსპერიმენტებისთვის, ინოვაციებისვის და ხელოვნებისთვის. GIV წინასწარმეტყველებს, რომ  დიდი კომპანიების 97%  ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.

კომუნიკაცია წინაღობების გარეშე: ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზი შექმნის კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას და დაანგრევს ენის ბარიერებს, უფრო მეტიც, ურთიერთგაგება და ნდობა დაედება საფუძვლად კომპანიებს შორის საქმიან ურთიერთობებს. შესაბამისად, GIV წინასწარმეტყველებს, რომ საწარმოები დაგროვილი მონაცემის გამოყენებას სრულად შეძლებენ, კერძოდ კი დაახლოებით 86%-ის ოდენობით. სიმბიოტური ეკონომიკა: კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით,  იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებსა და smart აპლიკაციებს, რაც  ნიშნავს უფრო მეტ თანამშრომლობას, რესურსების განაწილებას, გლობალურ ეკოსისტემებს და მაღალ პროდუქტიულობას. GIV წინასწარმეტყველებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიათა 85% cloud ტექნოლოგიას გამოიყენებს და ბიზნეს აპლიკაციების 85% სწორედ, cloud-ზე დაყრდნობით შეიქმნება.5G-ის სწრაფი განვითარება: 5G ვითარდება ძალიან სწრაფი ტემბებით, იმაზე სწრაფად, ვიდერე ნესმიერი სხვა უსადენო ტექნოგია. შესაბამისად პოტენციალი ინდივიდებისთვის, ბიზნესისთვის და სოციუმისთვის უსასრულო და ყოვლისმომცველია.  GIV წინასწარმეტყველებს, რომ 5G-ზე წვდომას მსოფლიო მოსახლეობის 58%-ს შეძლებს.

გლობალური ციფრული მმართველობა: ციფრული ტექნოლოგიების განვითარება  აუცილებელია  დაბალანსდეს მონაცემების გაზიარებული სტანდარტებით და მონაცემთა გამოყენებასთან დაკავშირებული პრინციპებით. GIV პროგნოზირებს, რომ გლობალური მონაცემების წლიური მოცულობა 180 ZB- ს (1 ZB = 1 ტრილიონი GB) მიაღწევს.

HUAWEI-ის ICT ინფრასტრუქტურის მთავარი მარკეტინგის მენეჯერის კევინ ჟანგის თქმით: „კაცობრიობა ვერასდროს შეწყვეტს ტექნოლოგიურ განვითარებას. ჩვენ უნდა შევძლოთ პერსპეტივის წარმოდგენა, იმის დანახვა, რასაც ახლა შეიძლება ვერ ვხედავთ - ჩვენ უნდა გადავიდეთ ინოვაციებიდან გამოგონებებზე. თავად კომპანია HUAWEI უკვე წლებია, თავის მოვალეობად მიიჩნევს,  თითოეულ ადამიანს და  ორგანიზაციას ტექნოლოგიურად განვითარებული მომავალი და ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭირო სრულიად ახალი მიდგომები შესთავაზოს“.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...