1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსიოფლიოს 

31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ბოლო მატჩია სამშობლოში,  მსოფლიო თასზე, იაპონიაში გამგზავრებამდე. თამაში განსაკუთრებულია იმითაც, რომ სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს. 

კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება. 

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2  ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. 

ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:

 

23 სექტემბერი - უელსი-საქართველო

29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია

 

მოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

 

#რაგბიჩვენითამაშია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...