0 5 : 2 7
 | 

მსოფლიო

კომპანია HUAWEI-მ ახალი ღია უნაკლო და უსაფრთხო სისტემა HarmonyOS წარადგინა

კომპანია HUAWEI-მ ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა არის ღია პლატფორმა ნებისმიერი მოწყობილობისათვის და შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ყველა შესაძლო სიტუაციაში.

 მნიშვნელოვანია, რომ HarmonyOS-ს 4 განსხვავებული ტექნიკური მახასიათებელი გააჩნია. ის არის უწყვეტი, უნაკლო, უსაფრთხო და ერთიანი სისტემა. HarmonyOS არის პირველი ოპერაციული სისტემა განაწილებული, დაცული და საიმედო არქიტექტურით, რომელიც უნაკლო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს: 

უწყვეტი კავშირი - გაფართოებული არქიტექტურული სისტემით და მოწყობილობებს შორის უწყვეტი კავშირის ტექნოლოგიით HarmonyOS გვთავაზობს საერთო საკომუნიკაციო პლატფორმას, გაუმჯობესებულ მონაცემთა მენეჯმენტს და დავალებების დაგეგმვის გამარტივებულ მიდგომას. ახალი ოპერაციული სისტემის გამოყენებით, დეველოპერებს აღარ დასჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა აპლიაკციების შექმნისას, ამასთან HarmonyOS-ის ბაზაზე შექმნილი აპლიკაციები შეუფერხელბად იმუშავებენ სხვადასხვა მოწყობილობაზე და უზრუნველყოფენ უნაკლო შესაძლებლობებს ნებისმიერ სიტუციაში.

 * უნაკლო - HarmonyOS გადაჭრის არაეფექტიანობის ყველანაირ გამოწვევას დეტერმინისტული ლატენტური ძრავისა და მაღალი ხარისხის ინტერპროცესული კომუნიკაციის (IPC) დახმარებით. ახალი ძრავი დავალებებს პრიორიტეტულობის მიხედვით ახარისხებს და წინასწარ ადგენს შესრულების გეგმას. მიკროკერნელი, უზრუნველყოფს 5-ჯერ მეტად გაუმჯობესებულ ინტერპროცესულ კომუნიკაციას, ვიდრე სხვა უკვე არსებული სისტემა. 

 * უსაფრთხო - მიკოკერნელის წყალობით HUAWEI-ს ახალი ოპერაციული სისტემა უფრო საიმედო და უსაფრთხოა. მიკროკერნელზე დაფუძნებული ეს ახალი სისტემა შეიქმნა რაც შეიძლება მეტი სისტემური სერვისის განსახორციელებლად, რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვით და დამატებითი უსაფრთხოებისთვის. HarmonyOS პირველი OS სისტემაა, რომელიც იყენებს ოფიციალური გადამოწმების მიდგომას მოწყობილობებში (TEE-Trusted Execution Environment), რაც უსაფრთხოების დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. 

* უწყვეტი - აპლიკაციების ზედმეტი ძლაისხმევის გარეშე შექმნის და სვადასხვა მოწყობილობაში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ყოვლისმომცველი შესაძლებლობებით, ენათა მრავალფეროვანი კომპლექტით და გაუმჯობესებული არქიტექტურით HarmonyOS-ს შეუძლია ავტომატურად მოერგოს ეკრანის მართვის სხვადასხვა ელემენტს, რაც ეხმარება დეველოპერებს, სხვადასხვა მოწყობილობებისთვის, აპლიკაციები უფრო ეფექტურად შექმნან. ახალი ოპერაციული სისტემის საშუალებით დეველოპერებს შეუძლიათ მხოლოდ ერთხელ დაწერონ აპლიკაციის კოდი და გადაიტანონ ის ნებისმიერ მოწყობილობაში. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელი ხდება ინტეგრირებული ეკოსისტემის შექმნა ყველა მოწყობილობისთვის. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...