0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ ივანიშვილს და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა"

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

"როგორი ქვეყანა გვინდა ?

დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცული, თავისუფალი ადამიანების ერთობით შექმნილი, განვითარებული, მდიდარი, განსაკუთრებული, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფო.

დიახ, ჩვენ გვინდა თავისუფლება, განვითარება, კეთილდღეობა.

ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ბოლო 30 წელია, ამ მიზნისკენ სვლაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასვა ზომის ნაბიჯები გადავდგით წინ.

ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ მან ყველაფერი გააკეთა (ქალაქები, გზები, საავადმყოფოები, პატრული, ელექტორნერგია, წყალომარაგება, პენსია, ჯარი, განათლების რეფორმა და სხვა უამრავი) ქვეყანაში იმისთვის, რომ ადამიანების მთავარ მოთხოვნად ჩამოყალიბებულიყო სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა და არა დანარჩენი.

სამართლიანი სასამართლოს, რომლის არსებობის გამოცდილებაც არც 90-იან წლებში გვქონდა და არც საბჭოთა თუ მეფის რუსეთის დროს.

ფაქტია, რომ ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების დროს, ისევე როგორც მანამდე, მთელს ჩვენს ისტორიულ წარსულში, იყო სამართლიანი სასამართლოს არსებობის პრობლემა და ამ პრობლემის შინაარსია გასასიგრძეგანებელი ( რომელიც ვერ გაითავისა ქართულმა ოცნებამ და დღესაც გრძელდება კლანისთვის მართლმსაჯულების ჩაბარება) და არა პრობლემის ნამდვილ თუ ფეიქ, მოგონილი სიმბოლიკების წინააღმდეგ ბრძოლა.

ვარდების რევოლუციის მთავრობის ასევე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ხელისუფლების მშვიდობაინად, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი და კვლავ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მონაწილებით შეიცვლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით.

დღეს ჩვენ უკვე ყველა ვხედავთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სავალუტო კრიზისს.

დიახ, მიუხედავად ქართული ოცნების მთავრობის, ბევრ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების და ბევრ შემთხვევაში კატასტროფული წარუმატებლობისა, ვხედავთ რომ ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების იოლად დათმობას და გადავიდა ღია პოლიტიკურ რეპრესიებზე.

ხელისუფლების ცვლილების წინა პერიოდში ( ეგრეა, ჩვენ დღეს სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ), ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის მიუღებელია თავდასხმები ანტისამთავრობო პროტესტის იმ მონაწილეებზე, რომლებსაც თუნდაც მე, ან ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს ან/და საერთოდაც ბევრ რამეში არ გვეთახნმება.

საერთო ჯამში ამ სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პოზიციების და ინტერესების მქონე ადამიანების პროტესტი სამართლიანია და პროცესები, რომელიც დაჩქარდა 20 ივნისის ღამის შემდეგ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე - ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე.

ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა შეგვიძლია ქვეყნისთვის, დიახ, ჩვენ შევებრძოლებით და დავამარცხებთ პრობლემის არსს და არა ფეიქ სიმბოლიკებს.

ვაღიაროთ, მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების გამო, საკუთარი ინტერესების ხარჯზე ქვეყნის და ადამიანების უფლებების და ინტერესების ფეხქვეშ გათელვის გამო ივანიშვილი ქართველმა ხალხმა მოიძულა.

ახლა ჯერი ჩვენზეა, უნდა ვაჩვენოთ სიმტკიცე, სამოქალაქო ერთობა.

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა რომ სწორედ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, ამას არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ასობით ათასი მხარდამჭერი, არამედ საზოგადოების დანარჩენი ნაწილიც აღიარებს.

ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ ივანიშვილს და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუშაობს რეფორმების პაკეტზე, რომელიც გვექნება გასაკეთებელი პროპორციული არჩევნების შემდეგ, იმისთვის რომ წლების გასვლასთან ერთად უფრო ნაკლები განსხვავება იგრძნობოდეს ჩვენსა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის.

მოკლედ, ჩვენ მართლები ვართ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - წერს მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...