0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ოქრუაშვილი ერთადერთი ადამიანია, ამხელა საგიჟეთში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ“ - ხუხაშვილი

"ოქრუაშვილი ერთადერთი ადამიანია, ამხელა საგიჟეთში, ყანდურის თონეში ატეხილ ვაკხანალიაში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ“ - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ოქრუაშვილის საკმაოდ ეპატაჟური გამოსვლები, ფაქტობრივად, ყველაფერი აღიარებითი ჩვენებაა. რაც მთავარია, ის საუბრობს სისტემურ დანაშაულზე, ეს არ იყო მისი პირადი, არამედ, იყო ხელისუფლების სახელით ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩანს, ამ დანაშაულს დღევანდელ ხელისუფლებაშიც ჰყავს თავისი თანამონაწილეები და ამიტომ არ არის დაინტერესებული ხელისუფლება, რეაგირება მოახდინოს მის ამ განცხადებებზე. ოქრუაშვილი ამას მშვენივრად ხდება და მუდმივად პროვოცირებაც ახდენს, ფაქტობრივად, აშიშვლებს იმ მანკიერებას, რა უბედურებაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. ის ამბობს, რომ ილაპარაკებს დანაშაულებრივ ქმედებებზე, მაგრამ ხელს ვერ მოჰკიდებენ, რადგან თუ მოჰკიდებენ, ამ შემთხვევაში გაიხსნება პანდორას ყუთი და ყველა მის გვერდით იჯდება. ვიღაცები ხუმრობენ ამ განცხადებებზე და სიბრიყვეში უთვლიან ამას ოქრუაშვილს. მე ვფიქრობ, სინამდვილეში ოქრუაშვილი ერთადერთი ადამიანია, რასაც ჰქვია, ამხელა საგიჟეთში, ყანდურის თონეში ატეხილ ვაკხანალიაში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის ყველა განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

„როდესაც ასეთი ბრალდება ისმის ოქრუაშვილის მხრიდან, ივანიშვილის დავალებით პროკურატურამ ყალბი ჩვენება დამაწერინაო, ეს უმძიმესი ბრალდებაა. აქ ორი ვარიანტია - ან ოქრუაშვილი ცილს სწამებს ხელისუფლებას და დანაშაულს ის სჩადის, ან მართლა მოხდა ის ფაქტი და შესაბამისად, ხელისუფლებამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. ხელისუფლება თავს იბრიყვებს, ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. რატომ? ერთადერთი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეტყობა, ამ საქმეებთან დაკავშირებით თვითონაც არ გამოიყურება მაინცდამაინც კარგად. ოქრუაშვილი პროვოცირებას სულ ახალი და ახალი ეპიზოდებით ახდენს. ვფიქრობ, მისი ამოცანა ძალიან მარტივია: ჩვენ ყველამ ერთად რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ყველამ ერთად აქედან რაღაც მიიღო და მე დავრჩი „გადაგდებული“, გადაიხადეთ ჩემი წილიო. ბუნებრივია, მას შეუძლია, დაიწყოს აღიარებითი ჩვენებები, რომ აიძულოს ყოფილ პარტნიორებს, მისცენ ის, რაც ეკუთვნის, თუ არა და, მზად არის, ყველაფერი გააშიშვლოს“, - განუცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...