1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჭეშმარიტი ლომი არასოდეს დადგება მუხლებზე, არასოდეს იქნება მთხოვნელის ან მოწუწუნის როლში და რაც მთავარია, არასოდეს დაგანახებთ რომ დამარცხებულმა ხელი ჩაიქნია ყველაფერზე"- ერთი თვის მანძილზე მზე ლომის ზოდიაქოშია

ასტროლოგი, სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში ლომიზ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

"ჩემი ასტროლოგიური მოცემულობა ისეთია, რომ მათგან და ზუსტად მათი მეშვეობით მე ძალიან ბევრი რამ მისწავლია ცხოვრებაში და ალბათ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო მომავალშიც.

 ყველამ იცის, ეს ხალხი როგორ სუბიექტურად მიყვარს და ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი დიდსულოვნებით, საზოგადოებაში თავის დაჭერის მანერით, თანდაყოლილი გრაციოზულობით და ღირსების შეგრძნებით. ჰოდა, წითელ ხალიჩას ვერ ვხედავ რაღაც ამასობაში .

 იმიტომ, რომ ხვალიდან ზუსტად ერთი თვის მანძილზე ზოდიაქოს მეფეების და დედოფლებისთვის ლეგიტიმურად განკუთვნილი პერიოდი მოდის. დიახ, ხვალიდან მზე ლომის♌️ ზოდიაქოშია, იქ სადაც არის მისი ჭეშმარიტი სამყოფელი .ბევრს შეუძლია შემეკამათოს, რომ ლომებს შორის არაერთ აუტანელ ადამიანს შეხვედრია . ნუ ვიდავებთ, ცუდი და კარგი ინდივიდები ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანზე დაბადებულ ადამიანებში გვხვდებიან. ეს ზოდიაქოს ნიშნის კი არა თავად პიროვნების არასწორი განვითარების ბრალია. ზოდიაქოს ნიშანი კი სხვა არაფერია, თუ არა მოცემულობა.

 გარკვეული იმიჯი და დეკორაცია რომელშიც იბადება ადამიანი. ხოლო ის, თუ რა ტიპის სპექტაკლს გაითამაშებს იგი ამ რესურსების გამოყენებით მხოლოდ მისსავე თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. ამიტომ დიახ, ლომებს შორისაც გვხვდებიან ზარმაცი, ამპარტავანი, ქედმაღალი და შურიანი ადამიანები. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს უმთავრესი მნათობი - მზე უწევს პატრონაჟს, უკვე ნიშნავს იმას რომ სამყარომ ლომად დაბდებით მოგცათ უნარი იბრწყინოთ, ანათოთ, იბრჭყვიალოთ და საკუთარი გულის სითბო დაუნანებლად გაუზიაროთ სხვებს. იმიტომ, რომ ლომები როგორც წესი ყოველთვის ორგვარ სიტუაციაში იბადებიან. 

ან მათ დაბადებას მთელი დიდგვაროვანი სანათესაო მოუთმენლად ელის რათა მაქსიმალურად გაანებივრონ ზემოთხსენებული ვარსკვლავთბიჭუნა იქნება ის თუ გოგონა, ან პირიქით ოჯახში უკვე არსებობს ვიღაც გაცილებით უფრო მოწიფული ასაკის, ეგოისტი და "დიდი ბავშვი" :)) ხშირ შემთხვევაში კი ეს მამაა ხოლმე. ჰოდა, ლომის ნიშნით დაბადებულს დიდი გამოწვევა ელის ცხოვრებაში. ან თავად გახდეს უპირატესი დონის ეგოისტი, ან ბავშვობაშივე სიყვარულნაკლულმა ისწავლოს სხვებისთვის იქცეს იმედის და სინათლის წყაროდ, რათა ასე მოიპოვოს თავდაჯერება და საკუთარი პერსონის მიმართ პატივისცემა მომავალში. აი, ასეთ შემთხვევაში იბრწყინებს იგი უკვე როგორც თავისი ნიშნის ჭეშმარიტი წარმომადგენელი! 

ლომები გულის სიღრმეში ბავშვები არიან. სითბოზე და კომპლიმენტებზე ორიენტირებული. მათი აქილევსის ქუსლი კომპლიმენტებია, მაგრამ იცოდეთ არც მტრობას არც მეგობრობას არასოდეს ივიწყებს არც ერთი ლომი. ეს ზოდიაქოს ფიქსირებული ნიშანია, შესაბამისად მათი უმრავლესობა ყველაფრის სტაბილიზაციაზე და შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, იქნება ეს ძალაუფლება, პირადი ურთიერთობა თუ სიყვარული. ფიქსირებული ჯვრის ხალხი იშვიათი მესაკუთრეა და არც ლომი გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი. შესაბამისად როცა ლომს ეფლირტავებით, იცოდეთ - სათადარიგო სკამზე ჯდომა მისი სტილი არ არის!

 სამაგიეროდ თუკი ის დარწმუნებულია თქვენი მხრიდან მისი პერსონის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულში (ეს პირად გრძნობებსაც ეხება, მეგობრულსაც და საქმიანსაც რომ იცოდეთ!) ლომზე უფრო დიდი მფრაველი და დასაყრდენი არავინ გეყოლებათ ქვეყანაზე. დიახ, მე სუბიექტურად მიყვარს ეს ხალხი. იმიტომ რომ არაერთზის გავუოცებივარ მათ დიიიდ გულს, საოცარ ემოციურობას და დიდსულოვნებას ურთიერთბაში. მაგრამ ყველაზე მეტად ამ ადამიანებს მათი ჯანსაღი ეგოიზმისა და თავმოყვარეობის მაღალი კოეფიციენტის გამო ვცემ პატივს. ჭეშმარიტი ლომი არასოდეს დადგება მუხლებზე, არასოდეს იქნება მთხოვნელის ან მოწუწუნის როლში და რაც მთავარია, არასოდეს დაგანახებთ რომ დამარცხებულმა ხელი ჩაიქნია ყველაფერზე. იმიტომ რომ ის მზის ენერგეტიკის ადამიანია, რომელმაც ზუსტად იცის რომ ნებისმიერი უამინდობის მერეც კი, მისი მფარველი მნათობის სხივები აუცილებლად გამოანათებს მის ცხოვრებაში! "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...