1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც" - ზალკალიანი ვერ იხსენებს დიპლომატებს, რომლებიც დარბევისას პარლამენტში იმყოფებოდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები იმყოფებოდნენ, თუმცა რომელი ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელები იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში ამას დავით ზალკალიანი ვერ აკონკრეტებს. მინისტრი ამბობს, რომ კარგად არ ახსოვს ზუსტად ვინ იყო.  

დავით ზალკალიანი მხოლოდ გერმანიის ელჩზე ასახელებს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩების მობილიზაცია არ მოუხდენია და ისინი თავის სურვილით მივიდნენ პარლამენტში, რაც გასაკვირი არ არის.

„20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩვენ აქ არაფერი გასაკვირი არ არის რომ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა მათი ინფორმირების კუთხით. მათ აქვთ საკუთარი წყაროებიც. ბუნებრივია, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებიდანაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაგრამ ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ვთქვათ ფიზიკურად იქ მივიყვანეთ. იქ რამდენიმე ელჩი მივიდა. გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და იქ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არ არის და ეს ჩვეულებრივი პროცესი არის,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. "კურიერმა" ეს ინფორმაცია, რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათ შორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:53

    სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 557 ახალი შემთხ...

      სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ...

  • 12:21

    ცნობილი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გ...

     ცნობილი იტალიელი ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, კომპოზიტორი რომის საავადმყოფოში, ღამით გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ დაცემისგან ტრავმა მიიღო.  ენიო მ...

  • 13:11

    საფრანგეთის მთავრობა გადადგა...

     ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფლებამოსილებების ამოქმედების წინ საფრანგეთის მთავრობა გადადგა   საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედ...

  • 00:29

    მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა...

    მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ხოლო 54 ადამიანი კი დაშავებულია.  შემთხვევის ადგილას მომუშავე მაშველებმა უკვე 162 ცხედარი აღმოაჩინეს. ინციდენტი 2 ივლისს მოხდა, როცა ...

  • 10:32

    პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ერთნაირსქე...

     მონტენეგროს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ.  კანონპროექტის დასამტკიცებლად 41 ხმა იყო საკმარისი. ერთნაირსქესიანთა ...

  • 14:38

    თურქეთში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა - 6 ადამი...

       თურქეთში, ტბა ვანზე, ქვეყნის აღმოსავლეთით, მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა.  გემზე 60-მდე არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. 6 ადამიანი დაიღუპა.  თურქეთის შინაგან საქმეთა მინ...

  • 10:39

    ჯანმო-ს ხელმძღვანელი - უარესი ჯერ კიდევ წინ არის -...

     ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის გ...