0 5 : 5 4
 | 

მსოფლიო

„ძალიან დიდი უტიფრობაა, როდესაც თვითონ გახარია იძიებს ადამიანების დასახიჩრებას" - ხატია დეკანოიძე

ცინიკურია, როდესაც გახარია იძიებს 20 ივნისის ღამეს - ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. დღეს ის, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამოკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა ხატია დეკანოიძე უარს ამბობს ჩვენება მისცეს საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც მისი თქმით დამნაშავე მინისტრი ხელმძღვანელობს.

„ძალიან დიდი უტიფრობაა, როდესაც თვითონ გახარია იძიებს „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით მოვლენებს, ადამიანების დასახიჩრებას, რომელზე პასუხისმგებელი თვითონ არის. რასაკვირველია, შსს-ს, როგორც საგამოძიებო ორგანოს არ აქვს არავითარი ნდობა ჩემი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ აქვს, ამიტომ რეალურად სასამართლო დარბაზში საჯაროდ მე ვუპასუხებ ყველა კითხვას. ნებისმიერ შემთხვევაში, გახარია არის ძალიან დიდი ღუზა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს, ამიტომ აუცილებლად მოუწევს ამ ადამიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება,“- განაცხადა  ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძესთან ერთად, გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით ირაკლი ღლონტი, გუბაზ სანიკიძე და ბაჩუკი ქარდავაც დაიბარეს. შსს-ში მისვლას არც ერთი მათგანი არ აპირებს. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით მას არ სჯერა რომ გახარია მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 20 ივნისის მოვლენებს გამოიძიებს.

„ გახარიამ, რომელმაც იძალადა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, უნდა გამოიძიოს საქმე 20 ივნისის ძალადობის? ცინიზმია ეს და მეტი არაფერი. არასდროს არ გამოიძიებს. აქ გამოსაძიებელი არის სწორედ გახარიას ქმედება და არა იმ ახალგაზრდების, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს, თუნდაც მწვავეს. კანონი იმ დღეს მომიტინგეების მხრიდან არ დარღვეულა. კანონს ყოველ წუთს და ყოველ წამს არღვევდა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი და გახარია თავისი იმ ძალების მეშვეობით, რომლებიც და არ ვარ დარწმუნებული, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ,“- ბაჩუკი ქარდავა.

ოპოზიციის ლიდერები მზად არიან ჩვენება სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცენ. 

საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...