0 6 : 0 8
 | 

მსოფლიო

10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.

მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...