1 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუს დეპუტატებს სასტუმროდან გასვლის დროს აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს

ჩამოტვირთვა

გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო რედისონიდან, გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს - სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სასტუმრო „რედისონის“ ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ რუს დეპუტატებს კვერცხები ესროლეს.

კრიმინალური პოლიცია, სუსის და საპატრულო პოლიცია ცდილობდა დეპუტატები მედიისთვის შეუმჩნევლად მოეხერხებინათ. თუმცა „კურიერმა“ გავრილოვის სასტუმროდან გაყვანის გადაღება მაინც შეძლო.

გავრილოვის და მისი კოლეგების სასტუმროდან უსაფრთხო გაყვანას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი პირადად ხელმძღვანელობდა.   როგორც ცნობილია  მოსკოვის მიმართულებით ფრენა ერთ საათშია დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები