1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახლა სიმართლე სიღარიბეზე - კობახიძეს უთქვამს, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე განახევრდა მსოფლიო ბანკის მიხედვითო

შოთა დიღმელაშივილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

კობახიძეს უთქვამს, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე განახევრდა მსოფლიო ბანკის მიხედვითო. ეს, რა თქმა უნდა, ფეიკ-ნიუსია და იმუშავებს კიდეც როგორც ფეიკ ნიუსი – ადვილად გადამოწმდება, რომ ტყუილია, მაგრამ ტყუილი უფრო მეტ ადამიანს მიწვდება, ვიდრე მისი გადამოწმება, შესაბამისად, მატყუარა პლუსში დარჩება. რუსული ნოუ-ჰაუ. პოსტ-სიმართლე.

თუმცა ჩვენ მაინც გადავამოწმოთ. შედით მსოფლიო ბანკის შესაბამის სტატისტიკაში და ნახეთ მეთოდიკა. მსოფლიო ბანკის ეს კალკულაცია ეყრდნობა თავად საქართველოს მიერ გამოკითხვის წესით მსოფლიო ბანკისთვისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ანუ ჩაატარეს უბრალო "გამოკითხვა" და გასაოცარი შედეგები მიაწოდეს მსოფლიო ბანკს, რომელმაც ატვირთა თავის საიტზე, რათა მერე მთავრობის ხუჭუჭა talking head-ებს ეს შედეგები ემცნოთ მოსახლეობისთვის და წყაროდ მსოფლიო ბანკი დაესახელებინათ.

ახლა სიმართლე სიღარიბეზე: წლების მიხედვით სიღარიბის დინამიკა რომ ვნახოთ ამისთვის საქსტატიც გამოდგება. ფარდობითი სიღარიბის 2012 და 2017 წლების მაჩვენებელი იდენტურია. 2018 წლისა კი ახლოა 2007-თან. მოკლედ, საკმაოდ ბრტყელი გრაფიკია და მკაფიოდ აჩვენებს, რომ წლებია, მოსახლეობის 20-22%-ის სიღარიბეშია, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე – მით უმეტეს ისეთი გიგანტური ნაბიჯის, როგორიცაა მათი ნახევრის ამოყვანა ამ მდგომარეობიდან, ანუ 10-12%ზე დასმა, როგორც მოგვატყუეს.

რაც შეეხება უარესს – აბსოლუტურ სიღარიბეს, ეს ნიშნული წლებია, კლებადია და აქაც ახალ მთავრობას განსაკუთრებული ტემპი არ უჩვენებია. უფრო პირიქით. მაგალითად 2010-12 წლებში აბსოლუტური სიღარიბე მეტად შემცირდა, ვიდრე 2013-2018 წლებში. 2007-12 ხუთწლედში, ომგამოვლილ საქართველოში აბსოლუტური სიღარიბე 8.8%-ით შემცირდა, 2013-18 ხუთწლედში კი ნაკლებით, 6.1%-ით. მოკლედ, აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის დაძლევის ტემპი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უარესია და ამ კუთხით რაიმე პროგრესზე საუბარი იმხელა დეზინფორმაციაა, პატიოსანი ჩინოვნიკი ამის შემდეგ განცხადებას უნდა წერდეს.

ყველაზე გამაღიზიანებელი კი ამ ტყუილში ისაა, რომ კაპიტალიზება ხდება მოსახლეობის გულმავიწყობაზე – ასევე რუსული, ასევე საკმაოდ ეფექტიანი მეთოდი. თქვე კაი ხალხო, რამდენიმე წლის წინ კობახიძე და Co იგივე სერიოზულობით გვაჯერებდა, პრემიერი იმიტომ გადავაყენეთ, რომ Unicef-ის კვლევა ვნახეთ, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება და ისე შევიცხადეთ და შევინანეთ პარტიამ, პირველი პირი სახლში გავუშვითო და ახლა გვეუბნებით, იგივე წლებში სიღარიბეს დამრტყმელური ტემპებით გავუმკლავდითო. აბა თამადას რაღას ერჩოდით?

P.S. კარგი იქნება, თუ მასობრივი გადაცემები უფრო მომზადებულები დაუხვდებით ასეთ უტიფარ, წამში გადამოწმებად ტყუილებს და საკუთარ როლს მხოლოდ მყვირალა ოპონენტების "მედიაციაში" არ დაინახავთ. მედია სიმართლის ბიზნესია და არა ფეიკის. დროის დასათვლელად საათი არსებობს, "ყური" კი იმისთვისაა, რომ ასეთები ვუთხრათ წამყვანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...