1 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება

11 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას. ბანკი  თბილისში 201 ნომრიანი, ცნობილი ბრენდის სასტუმროს Hilton-ის მშენებლობას დააფინანსებს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ სამინისტროს შენობაში შენდება. პროექტის მთავარი იდეა ორი ეპოქის გაერთიანება, ძველი და თანამედროვე  არქიტექტურის მქონე შენობების  ჰარმონიული სინთეზია.  პროექტის მიხედვით მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება  რესტორანი.  ბოლო სართულზე კი SkyBar-ი ლამაზი ხედებითა და სპა საცურაო აუზით. ასევე, საკონფერენციო ზონები, კაზინო,  რომელსაც ოპერირებას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი. ინტერიერის დიზაინი,  რომელსაც იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni ქმნის, გამოირჩევა დახვეწილი სტილითა და ესთეტიურობით. მის დიზაინში გამოყენებულია ძველი თბილისის არქიტექტურის თემატიკა, რაც არსებულ პროექტს მეტ უნიკალურობას სძენს. 

პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat-ი ახორციელებს. სასტუმროს მშენებლობისთვის 67 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება. 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მოხარული ვართ, რომ სწორედ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დატოვებული, კომპანია „გრანატის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ კი ძველი შენობა რესტავრაციის შედეგად ახალ სახეს შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდა. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება პროექტში საქართველოს ბანკის მონაწილეობას, ბანკის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად - 32 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოიყო“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.   

ინფორმაციისთვის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კომპანია Lafarge-ს მიერ შექმნილი ინოვაციური  საფასადე მასალა Ductal, რომლითაც შექმნილია Louis Vuitton-ის ფონდის შენობა ქ. პარიზში. პროექტის გენერალური კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს  ბრიტანული კომპანია BHP უწევს. რაც შეეხება პროექტის დიზაინერს, პიერო ლისონის, მისი არქიტექტურული და საპროექტო ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია, მათ შორის სასტუმროები: Ritz Carlton Residences & Villas Maiami Beach; Conservatorium Hotel Amsterdam, Roomers Hotel Baden-Baden, Mamilla Hotel Jerusalem, Saint Vincent Resort Grand Hotel Billia, Shilla Stay Hotel, South Korea და სხვა.  ლისონის მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის, Red Dot Award, Compasso D'Oro ADI, Elle Decor International და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...