1 8 : 0 2
 | 

მსოფლიო

სალომე ბარკერი - რადგან ხალხის არჩეულია, ამ ხალხსაც სრული უფლება აქვს თავისივე არჩეული თანამდებობიდან უკან მოუხედავად გააჯმევინოს

სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნების დონეზე საერთოდ ვერ განვიცდი ამ ქუთაისის საკრებულოს წევრის გარშემო მიმდინარე ვნებათაღელვებს (ამასობაში შეიძლება დაძველდა კიდეც ეს საკითხი და უამრავი ახალი რამე ხდება სამყაროში, არ ვიცი), აქაიქ ვკითხულობ კომენტარებს და მომინდა "ორთითზეწამოცმულპრეზერვატივზე" რამე განმარტება გამეკეთებინა. თავის დროზეც ცოტა გაუგებარი ჟესტი იყო და ახლაც მგონია ბევრს არ ესმის რატომ ვქენი და რა "წერას ვყავდი ატანილი". :)

მეგობრებო, და არა მეგობრებო, 2018 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აი ისას პრეზერვატივის ერთერთი შეფუთვა, კერძოდ, ფინგერინგისთვის განკუთვნილი (დაგუგლეთ), ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივიანი მარცხენა ხელი, მიიჩნია მართლმადიდებელი მღვდლის მარჯვენა ხელად, ეს პრეზერვატივიანი ორი თითი (რომელზეც ე.წ. წითელი ლაქიც უსვია მეპატრონეს) კი ამავე მღვდლის მიერ მრევლისადმი პირჯვრის გარდასახვად, შესაბამისად, "რელიგიური გრძნობების შეურაწყოპის" მოტივით აი ისას ამ კონკრეტული ნახატის დატანა აუკრძალა პრეზერვატივზე, და კიდევ დააჯარიმა და ა.შ. გრძელი ისტორიაა.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როგორც ჩანს, მძაფრად აღვიქვამდი გამოხატვის თავისუფლების მიმართ განხორციელებულ ყველა ასეთ დარტყმას და შესაბამისი რეაქცია მქონდა - სასამართლოს მათივე გამოტანილი აბსურდული გადაწყვეტილების ილუსტრაციით დავცინე - ანუ, ის რაც წერილობით თქვა სასამართლომ, უბრალოდ ავიღე და ვაჩვენე ვიდეოში.

რა თქმა უნდა, როგორც კინოს საუკეთესო ტრადიციებს შეეფერება, ნანახი ვიდეოთი უფრო აღშფოთდა ყველა, ვიდრე წაკითხული განაჩენით. ესეც გასაგებია, არ განვიცდი. საერთოდ, მოგატყუებთ რომ გითხრათ რამეს განვიცდი ამ წუთას, მაგრამ არც თავის დროზე არ მაღელვებდა უამრავი უმისამართო ლანძღვა და მუქარა, რომელიც მაშინ მივიღე და ზოგიერთი ტვინგაყინული მეგობრის რეაქციაც "ნუ ეხა ეს ძაან იყო". :)

კონკრეტულად არც "განდონიან პირჯვარშია" საქმე და არც ამ ერთ თუ ორ სახელსა და გვარში. ნანა კოსტავასაც აქვს გამოხატვის თავისუფლება, რომლითაც უკვე არაერთხელ ისარგებლა და საკუთარი შინაგანი სიმდიდრე გამოავლინა. რადგან ხალხის არჩეულია, ამ ხალხსაც სრული უფლება აქვს თავისივე არჩეული თანამდებობიდან უკან მოუხედავად გააჯმევინოს. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ისარგებლე გესლის ნთხევის თავისუფლებით? აგე პასუხი.

რაც შეეხება ამ "ღვთისმოშიშობას" და ვითომ "მორწმუნეობას", რომლის მიხედვითაც რაღაც ბოროტი ძალები ადამიანებს დასდევენ და სჯიან, ზოგჯერ მინატრია, ნეტა მართლა რამის მჯეროდეს მაგ ველში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ მიფიქრია, რომ არსებობს რამე უფრო უკეთესი, უფრო შთამბეჭდავი, უფრო მუდმივი და უფრო სავსე, ვიდრე სიცოცხლე და სიყვარული. ძალიან ვწუხვარ ყველა იმ წუთის გამო, როცა ეს დამავიწყდა. ვეცდები აღარასდროს დამავიწყდეს და თქვენც იმავეს გისურვებთ. დაიკიდეთ ნანა კოსტავები, გარშემო უამრავი ბავშვია და უბრალოდ ყველას ჩაეხუტეთ ყოველწამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...