0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვარი"

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეხმაურება.

 ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის განახლდა. 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული. 

კითხვას - იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტი იმ მოვლენებზე, რაც ახლა დავით გარეჯში ვითარდება და უკავშირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მის საჯარო განცხადებებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა თავი აარიდა. მისი თქმით, ცალსახაა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენა აუცილებელია. 

"მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო მოსალოდნელი, მაგრამ მეორეს მხრივ ცალსახაა და აუცილებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც გაყინული იყო წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო. ყოველთვის იყო შესაძლებელი ამ საკითხის წამოჭრა, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი არ შევიდა სხვა დროს იმ ინტერესებში, რომელსაც შეეძლო ამ საკითხის წამოწევა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვარი,"-განაცხადა მოისწრაფიშვილმა. 

20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...