0 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის 16 წლის გოგონა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს.

 უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონა ბლოგერის და ჟურნალისტის სალომე ბარკერის და სოფიე ნიკოლეიშვილია. 

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 16 საათისთვის მოხდა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვემოთ მდინარეში ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაგუბების ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზე ვარდება.

 გოგონამ დინების საწინააღმდეგოდ გამოცურვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და წყალს გადაჰყვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები