1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან - ჩიჩხიტურთან და აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.

გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებლად აწარმოებს. იზრდება გზის მშენებლობის მასშტაბებიც. კადრები, თუ როგორ გაჰყავთ გზა მძიმე ტექნიკისა და ბულდოზერების დახმარებით დრონის მეშვეობით ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრებმა გადაიღეს.

"სამწუხაროდ აზერბაიჯანული მხარე არ ჩერდება მთელი დღეა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ გავზომეთ ის მანძილი, რა მანძილიც სამი დღის განმავლობაში დაფარეს აზერბაიჯანელმა მუშებმა, ეს არის კილომეტრი და დაახლოებით 300 მეტრი, ჩვენი გათვლებით ეს სამუშაოები მორჩება ორ დღეში.

"ვხედავთ აქ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, ისინი ფაქტობრივად გადმოსულები არიან საქართველოს კონტროლირებად  ტერიტორიაზე. დაკეტილია ყველა მისასვლელი ბილიკი ჩიჩხიტურთან და უდაბნოს მონასტერთან. ერთ-ერთი ვერსიით ეს გზა მზადდება იმ პროვოკაციისთვის, რაზეც ჩვენ დაახლოებით ათი დღეა ვსაუბრობ, ვგულისხმობ აზერბაიჯანელ აქტივისტებს, რომლებიც გეგმავენ დავით გარეჯში შემოსვლას, ამ წუთისთვის რა ინფორმაციაც არსებობს. ეს არის ორი ავტობუსის შემოსვლა, ისინი გეგმავენ ჩამოსვლას აზერბაიჯანის დროშებით, თავიანთი ტრანსფარანტებით, გეგმავენ  აქ დავით გარეჯის კომპლექსში შემოსვლას და ამ თავიანთი ატრიბუტიკის წარმოჩინებას,“-ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...