1 5 : 1 2
 | 

მსოფლიო

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ძველი კოლხური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა - დავით ლორთქიფანიძემ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა მოაწერეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ პრიორიტეტად ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიის შესწავლა იქცა, რომლის შესაძლებლობას მუზეუმის კოლექციებში დაცული არაერთი უნიკალური არტეფაქტის ექსპერიმენტული კვლევა იძლევა.
სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები და ოქრომჭედლობა, როგორც ლითონის დამუშავების დახვეწილი მეთოდი, უნიკალურია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში. თიბისის მხარდაჭერით, კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ არტეფაქტების, ლითონის დამუშავებისა და ოქრომჭედლობის უნიკალური მეთოდების კვლევა და რეკონსტრუქცია იგეგმება. ეროვნული მუზეუმი და თიბისი ერთობლივად განახორციელებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, ინოვაციურ პროექტებს, რომელთა მიზანი ძველი კოლხური კულტურის პოპულარიზაციაა.
ეროვნული მუზეუმის როლი მოსახლეობის არაფორმალური განათლებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, თიბისი იზიარებს ეროვნული მუზეუმის ხედვას და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სამუზეუმო საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული კულტურის განსაკუთრებულ როლს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
2020 წელს ვანის განახლებული მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელშიც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვანის მუზეუმის კოლექცია მსოფლიოში „ოქრომრავალი კოლხეთის“ სახელითაა ცნობილი. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სწორედ ამ კოლექციის სტრატეგიულ ბრენდ-პლატფორმას, ვიზუალურ ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის. ასევე იქნება განახლებული ვანის მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:26

    "ამერიკის სული" ანათებს! გიზიარებთ, რომ ყველამ გან...

    "ამერიკის სული" ანათებს! მოხარული ვარ, რომ ამ ლამაზ ექსპონატს გიზიარებთ, რომ ყველამ ნახოს და განიცადოს ეს სილამაზე  საშობაო სეზონისთვის!" – წერს მელანია ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში და ვიდ...

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...