2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გაგაუპატიურებთო, წამალს დავლევთ, რომ დიდხანს გაგრძელდესო” – მოზარდი, რომელიც ათამდე პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებს, ამოცნობაზე იმყოფება

პოლიციის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი, ამ წუთებში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მან მოძალადე სამართალდამცველები უნდა ამოიცნოს. შემთხვევა დაახლოებით 2 თვის წინ, ბოლნისის პოლიციაში მოხდა, როცა არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მოზარდი ჰყვება, რომ მისგან სამართალდამცველები თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რის გამოც პოლიცია მას სასტიკად გაუსწორდა. მოზარდი იხსენებ, რომ მას ხელი მოტეხეს, ქამრით სცემეს, გააშიშვლეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. გამოძიება უკვე 2 თვეა მიმდინარეობს.

არასრულწლოვანი ფიზიკურ და სექსუალური სახის ძალადობაში 8 პოლიციელს ადანაშაულებს.

„მირტყამდნენ თავში, წელის არეში და სადაც მოუხერხდებოდათ ყველგან მირტყამდნენ. მოტეხილ ხელში მირტყამდნენ უმეტესად. როდესაც საავადმყოფოდან მომიყვანეს გამწარებულები იყვნენ რომ არ მიმიღეს მშობლების გარეშე და მაგ დროს მემუქრებოდნენ რომ ეხლაო, რაც იქ არ გაგიკეთეთ და რომ გეუბნებით გაგაუპატიურებთო და არ შევასრულეთო, ახლა რომ მოგიყვანეთო ბოთლზე დაგსვამთ და გაგაუპატიურებთო. რაღაც წამალს ამბობდა დავლევთო, რომ უფრო დიდხანს გაგრძელდესო შენი გაუპატიურების მცდელობაო. როდესაც მიმიყვანეს უკვე შარვალი გამხადეს და ბოთლს მადებდნენ,“-აცხადებს არასრულწლოვანი.  

ადვოკატის თქმით კი არასრულწლოვანზე ძალადობას ესწრებოდნენ პოლიციის შენობაში მყოფი სხვა სამართალდამცველები, რომლებსაც რეაგირება არ მოუხდენიათ. დაზარალებული მხარე 10-მდე პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

„გუშინ ჩავატარეთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. სადაც ბავშვმა აჩვენა დეტალურად თუ სად დააკავეს, როგორ ჩაიყვანეს ძალის გამოყენებით პოლიციაში, როგორ შეიყვანეს კარცერის მსგავს ოთახში სადაც აწამებდნენ, ცემდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ. სადაც გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი, ბოთლის გამოყენება და ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვმა აღიდგინა და აჩვენა ყველაფერი. დღეს უკვე გვაქვს ამოცნობა. და ალბათ უკვე რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას,“-აცხადებს ადვიკატი, ფრიდონ სიხუაშვილი.

აღნიშნულ საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არის. ფაქტის გახმაურების შემდეგ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა ბოლნისის პოლიციის უფროსს. ერთ-ერთი პოლიციელი კი რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში, ბოლნისიდან გარდაბნის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...