1 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შპს „ქართული ღვინის გილდია“ მევენახეობა და მეღვინეობის განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს.

ხარისხის გარანტი - www.topgeorgian.wine - პორტალი, რომელიც საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამონათვალს გააერთიანებს.

საიტი წარმოდგენილი  იქნება 7 ენაზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი, საერთაშორისო მომხმარებლები და შემსყიდველები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ღვინის მწარმოებლის, მისი ტიპის, ყურძნის ჯიშებისა და დეგუსტაციის დროს მინიჭებული ქულის შესახებ. ამასთანავე, ვებგვერდზე წარმოდგენილი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების აღწერა და კერძებთან შესაბამისობის რეკომენდაციები დაეხმარება სერვისის ობიექტებს (რესტორნებს, ბარებს) ღვინით გამასპინძლების ეტიკეტის დახვეწაში.

პორტალის შექმნის მიზანია, წარმოვადგინოთ ყველა ქართული ხარისხიანი ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელი ერთ პლატფორმაზე.

პროექტის მიზანი და პრაქტიკული მნიშვნელობა:

· ქართული ღვინის, ყურძნის ჯიშების და ტრადიციული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია;

· ქართული ხარისხოვანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის ხელშეწყობა;

· ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი ადგილის დამკვიდრება - საფასო სეგმენტის მიხედვით;

· მწარმოებელთა მოტივაცია;

 

პროექტში ჩართვა შუძლიათ როგორც მცირე წარმადობის მარნებს, ასევე ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების საწარმოებს.

პროქტში ჩართული არიან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დეგუსტატორები, რომლებიც სასმელებს 100 ქულიანი სისტემით შეაფასებენ (ვაზისა და ღვინის OIV-ის შესაბამისი რეგულაციით).

მნიშვნელოვანია: საიტზე განთავსდება მხოლოდ 80 - 100 ქულამდე შეფასებული ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლი.

სადეგუსტაციო კომისიის მიერ ზადის ან ნაკლის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მწარმოებელს. სურვილის შემთხვევაში მწარმოებელი უსასყიდლოდ ისარგებლებს ქართული ღვინის გილდიის საკონსულტაციო სერვისებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...