2 3 : 5 5
 | 

მსოფლიო

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის“ ანგარიშს წარადგენს

17 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC)  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის პროგრამისა და მისი განხორცილების შედეგების პრეზენტაციას გამართავს. მნიშვნელოვანია, რომ  პროგრამა  „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში შემუშავდა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) დირექტორი, გიორგი გაბრიელაშვილი  მოწვეულ სტუმრებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და  გამოწვევებს გააცნობს. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ ინტერვენციის საჭიროებებზე, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ხელმისაწვდომობასა  და პროექტის წარმატებულ ისტორიებზე. 

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა“ და  ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები, რომლებიც სფეროში არსებულ პრობლემებსა და მის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. 

ღონისძიებაზე გაიმართება პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლის ჩვენება. 

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტერგრაციის ხელშეწყობის“ პროექტი  ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის პარტნიორები არიან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ELHRILI). პროექტი მიზნად ისახავდა  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სრულფასოვან სოციალურ რეაბილიტაციას და ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოეწყო თავშესაფარი, სადაც ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოსთან ერთად სარგებლობენ სარეაბილიტაციო-საინტეგრაციო პროგრამით, რომელიც მორგებულია ბენეფიციარებისა და მათზე დამოკიდებული არასრულწლოვან პირთა საჭიროებებზე. აღნიშნული პროგრამა მოიცავს: თავშესაფრის ბენეფიციარის შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებასა და მიზნის განსაზღვრას, საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვას, პროფესიულ გადამზადებას, დასაქმებაში ხელშეწყობას, ბინით ან/და სხვა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების დაწყების ხელშეწყობას. აღნიშნული სარეაბილიტაციო-საინტეგრაციო პროგრამა სწორედ პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მისი სრულყოფა პილოტირების პროცესში მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...