2 3 : 5 5
 | 

მსოფლიო

40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს - დამნაშავეები საქართველოში დააკავეს

40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს. დაზარალებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ის პირები, ვინც კომპიუტერული ვირუსი შექმნეს და საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხა მოხსნეს, საქართველოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მყოფი ჯგუფი ვირუსის საშუალებით ათასობით საბანკო ბარათზე წვდომას ახერხებდა და თანხას ხსნიდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის ბანკებიც არიან.

საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

კიბერთავდასხმის ორგანიზებული ჯგუფის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ, საიდანაც სპეციალური შექმნილი ვირუსით ახდენდნენ კომპანიებისა და პირების ანგარიშების თანხიდან მოპარვას.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ორი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

"საქართველოდან,  აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე,  ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები  ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას  საქართველოდან ახორციელებდნენ.

ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და    საქართველოში მყოფი ორი პირი.  GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის  - ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის,  მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით  “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა  2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ  იმავე დღეს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ,  NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ  აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი);  კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი);  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი)"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...