1 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესომბუდსმენი საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს.  

საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ზიანის მომტანია კომპანიების საქმიანობისთვის. მათივე განცხადებით, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და იმ მოქალაქეებზე, ვინც ასოციაციის წევრ და სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებში არიან დასაქმებულები.

„სოციალურ ქსელში და მასმედიაში, გარკვეული ჯგუფების მიერ, იქნა გამოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიც არის „აზერბაიჯანი ოკუპანტია.“ ამაზე პასუხად ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, ცილისწამება, არის ამ ორი არის მოძმე ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორისთვის საზიანო და ასეთი განცხადებების გაკეთება აწყობს მხოლოდ ამ ქვეყნების მტერს,“ - აცხადებს კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე.

„დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და კეთილმეზობლობას. ცხადია, აზერბაიჯანული ბიზნესი დაინტერესებულია, რომ მეგობრობა და კეთილმეზობლობა გაგრძელდეს. თუმცა, ბოლო დროს მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა პროვოკაციული განცხადებები. სწორედ ამაში ვთხოვეთ დახმარება ბიზნესომბუდსმენს, რომ ასეთი პროვოკაციები არ გაგრძელდეს. დღეს თუ არა ხვალ, აზერბაიჯანულ კომპანიებს ასეთი განცხადებებით ზიანი მიადგებათ,“ - ამბობს ნარიმან კურბანოვი, აზები-ს თავმდჯომარე.

კომპანიების წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენთან ერთად იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზე, რათა შეაჩერონ აზერბაიჯანული ბიზნესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოში მომუშავე ნებისმიერი ინვესტორი არის მნიშვნელოვანი და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს საქართველოში მუშაობაში ხელი არ შეეშალოთ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოში მუშაობას, რადგან ისინი არიან ერთ-ერთი მთავარი ინვესტორები, მთავარი დამსაქმებლები და მათთან ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი. კომუნიკაცია იქნება უფრო აქტიური და ნებისმიერ საკითხში ვიქნებით ჩართულები. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციულ განცხადებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულ კომპანიებს, ვუპასუხოთ იმ შედეგებით, რომლებიც არსებობს ქართულ-აზერბაიჯანულ ბიზნეს ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ, ყველა მათგანის გვერდით ვიდგეთ და პატივი ვცეთ ინვესტიციას თუ შედეგს, რომელსაც ამ კომპანიების მუშაობით იღებს საქართველო,“ - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...