1 2 : 2 5
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” აშენდება

15 მაისი, 2019 - საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ორთაჭალაში 17 სართულიანი, 164 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია „RRestate“ ახორციელებს. ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწის ნაკვეთზე სასტუმრო აშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი დაეთმობა პარკის გაშენებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. სასტუმროში განთავსდება 2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევს ხელოვნური ჩანჩქერი რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ ჩანჩქერებს შორის ყველაზე განიერია.    

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქს კიდევ ერთი მწვანე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო შეემატება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობა და მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერა. სასტუმროს გამოარჩევს  ორიგინალური კონცეპცია და აუზი 15-ე სართულის ხედით. სასტუმროს მშენებლობაში  საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 3 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

 „მოხარული ვართ რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის პროექტის "Tbilisi Waterfall"-ის განსახორციელებლად, თავად პროექტის იდეა გაჩნდა ემირატებში მიღებული გამოცდილებიდან, სადაც საინვესტიციო ბაზარი ერთერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა პროექტი რომელიც შეძლებდა საშუალოდ 15% წლიური მოგების მიღებას და ამ მხრივ უფრო საინტერესო წინადადება გვექნებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის შევქმენით საპროექტო კომპანია კიევში, გაყიდვების კომპანია ემირატებში და სამშენებლო კომპანია თბილისში, შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით მოგვეზიდა 12 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია 50-მდე სხვადასხვა ინვესტორისაგან. ვფიქრობთ ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კომპანიაც მომავალში აპირებს ამ კუთხით განვითარებას“, - განაცხადა „RRestate“ -ის დამფუძნებელმა,  რევაზ თურმანიძემ. 

ინფორმაციისთვის, სასტუმროს კონცეპციაში ინოვაციას წარმოადგენს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი რეგისტრაციის და გასაღების გარეშე,  სმარტფონით გააღონ ნომრის საკეტი. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ჭკვიანი სახლის პრინციპით, თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით სტუმრები შეძლებენ მართონ ნომერში არსებული ტექნიკა, (ტელევიზორი, მოუსმინონ მუსიკას) დაარეგულირონ ოთახისა და წყლის ტემპერატურა, ჩამოაფარონ და გახსნან ფარდები,  შეუკვეთონ საკვები და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...