0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რულოვსზე თავდამსხმელები ინდენტიფიცირებულები არიან, თუმცა არავინ დაუკავებიათ

სანდრა რულოვსზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ოპოზიციის წარმომადგენლები იკითხებიან, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ. 

როგორც "ძალა ერთობაშია"-ს წევრები აცხადებენ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მათი რეპორტიორი, რომელიც ინციდენტისას ფიზიკური ძალადობის ობიექტი გახდა. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია შს მინისტრს მოუწოდებს, ინციდენტში მონაწილე პროვოკატორების დააკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყოფიას თქმით, ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციები დაიწყება.

„ზონდერები, სუს-ის და პოლიციის უფროსის აგენტები, რომლებმაც დღეს მოაწყვეს მორიგი პროვოკაცია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ეს ადამიანები დიდი ხანია იდენტიფიცირებულია და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ერთ-ერთზე, განსაკუთრებით კვარაცხელიაზე და იმის ნაცლად, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ დაკითხვაზე ჰყავთ ჩვენი ფოტოგრაფი. მე ვაფრთხილებ პოლიციის უფროსს და ვაფრთხილებ მის ხელმძღვანელობას - გახარიას და სხვებს, თუ ეს ადამიანები დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ იქნებიან დაკავებულები, ჩვენ აქ, პოლიციის შენობის წინ, დავიწყებთ აქციებს,“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

"ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, მათი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მყოფ ფოტოგრაფს გამომძიებლები პროვოკაციულ კითხვებს უსვამენ. ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ის რაც ახლა ზუგდიდში ხდება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად და მორალურად მძიმე ვითარებაშია. 

"ჩვენი ინფორმაციით, გარკვეულ პროვოკაციულ,არაკეთილსინდისიერ კითხვებს უსვამენ. სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურადაც ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. შესაბამისად ჩვენ კანონის ფარგლებში მივაყენებთ მათ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს,“-აცხადებს ვაშაკიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...