1 2 : 3 1
 | 

მსოფლიო

გლაზგოს ავტოგასამართი სადგური გომბორზე - „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, კომპანია „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში, 13 მაისს „სოკარის“ კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, ამჯერად უკვე კახეთში, გომბორის უღელტეხილზე გაიხსნა.  განახლებული სადგური დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლაზგოში გამოგზაურებთ. განსხვავებული დიზაინში შოტლანდიის საფეხბურთო კლუბების, „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ ფერებია გამოყენებული, რადგან „სელტიკის“ (აღმოსავლეთ გლაზგოს გუნდი) და „რეინჯერსის“ (დასავლეთ გლაზგოს გუნდი)  ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. Old Firm  მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დაპირისპირებაა.

სადგურს დეკორაციის სახით დაემატა ვისკის კასრები, როგორც შოტლანდიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.

მომხმარებლისთვის საინტერესოა ავტოგასამართ სადგურებზე დამატებული სხვადასხვა სერვისიც. მაგალითად, გომბორზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულებს „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ საფეხბურთო გუნდების მაისურების შეძენა შეუძლიათ.

კამპანიის ფარგლებში „სოკარმა“ ორი განახლებული ავტოგასამართი სადგური უკვე გახსნა. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სადგური ამსტერდამს, მთავარი ოფისის მიმდებარე სადგური კი რომს მოგაგონებთ. კამპანია ფეხბურთის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება. ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. სწორედ ამ ქალაქების სიმბოლიკას იყენებს „სოკარი“ საქართველოში მდებარე ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგისათვის. თუმცა, კომპანია ითვალისწინებს გარემოებებს და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს. ამიტომ, ავტოგასამართი სადგურები გაფორმდება ყველა ქალაქის სიმბოლიკით, გარდა პეტერბურგისა.

ქალაქების მიხედვით, სადგურებზე გაიხსნება თემატური მაღაზიები.  რებრენდიგზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.

 „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...