1 0 : 5 8
 | 

მსოფლიო

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ გარემოს დაცვით საკითხებზე მედიასემინარი გამართა

სასტუმრო რუმს თბილისში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის - #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში,  გარემოსდაცვით საკითხებზე მედიასემინარი გაიმართა.

სემინარს წარუძღვა  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მარინე სუჯაშვილი, რომელმაც მოწვეულ ჟურნალისტებთან ერთად აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხები განიხილა და ისაუბრა ტყის საფარის აღდგენის საკითხებზე:  როგორ მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ტყეს, რომელ სეზონზე სჯობს ხის დარგვა, რა მანძილი უნდა იყოს ნერგებს შორის და ა.შ.

„ბორჯომი #ბუნებისგულშემატკივარი  კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენას ემსახურება. ჩვენ პროექტში გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად  უკვე სამი  წელია ჩართული ვართ და წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე  ვახორციელებთ ნერგების დარგვას და 5 წლის მანძილზე უზრუნველვყოფთ მათ  მოვლა-პატრონობას. შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებელი გადარჩენილი ნერგების საკმაოდ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ სულ უფრო მზარდია იმ ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ, ეს სემინარიც მათი ინფორმაციულობის დონის ამაღლებას ემსახურებოდა.  პრაქტიკაში კი ახალ უნარ - ჩვევებს ჟურნალისტები 18 მაისს გამოავლენენ, როცა ერთობლივად დავრგავთ ახალ ნერგებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე.  ერთად ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე ტყეს,“ -  აღნიშნა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოციალურ პროექტს ტყის აღდგენის საკითხებში და რაც ყველაზე აუცილებელია, სწორად და წესების დაცვით აკეთებს ამ მნიშვნელოვან საქმეს. სასიხარულოა, რომ ტყის აღდგენის თემით დაინტერესებულია საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი. დღვანდელი მედიასემინარი ამის დასტურია. მათ მივაწოდეთ სასარგებლო ინფორმაცია ნერგების სწორად დარგვის შესახებ და დარწმუნებული ვარ ჩვენი ჟურნალისტები უკვე 18 მაისს , სწორად განახორციელებენ ტყის  აღდგენით ღონისძიებებს,“ - განაცხადა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, საქართველოს დამსახურებულმა მეტყევემ, მარინე სუჯაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...