1 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩემს შვილს უსამართლოდ, 4 ტყვია ესროლეს.. პატიოსან ხალხს იჭერენ და ყაჩაღები გარეთ ჰყავთ" - ხმაური სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცისთან

ჩამოტვირთვა

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ბესიკ დგებუაძის მშობლები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივებთან ერთად, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და გზის გადაკეთვა ცადეს.

საქმე იმაშია, რომ ბესიკ დგებუაძე  2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. 

მას 4 ტყვია ესროლეს (ორი ტყვია დღემდე სხეულში აქვს ჩარჩენილი).

პოლიციამ კი, არა თავდამსხმელი, არამედ, დაჭრილი დგებუაძე დააკავა ცრუ ჩვენების ბრალდებით, თითქოს ის თავდამსხმელებს მალავს და იმ ადამიანის სახელსა და გვარს არ ასახელებს, რომელმაც დაჭრა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები