0 3 : 1 0
 | 

მსოფლიო

სკანდალი თავდაცვის აკადემიაში - მთვრალმა კადეტებმა კურსანტი გოგოს გაუპატიურება სცადეს

"შაბათის კურიერმა" თავდაცვის უწყებაში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით თავდაცვის აკადემიაში მთვრალმა კადეტებმა ამერიკელ კურსანტ გოგონაზე სექსუალური ძალადობა სცადეს, ეს ფაქტი კი დაიმალა.

 ქართველ კურსანტებს ძალადობაში ადეტთა კვირეულზე საქართველოში ჩამოსული ამერიკელი სამხედრო ქალი ადანაშაულებს.

 შემთხვევა 4 აპრილის საღამოს მოხდა, მაშინ, როდესაც თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამხედროები რესტორნიდან დაბრუნდნენ და მათ არავინ აკონტროლებდა.

 ამერიკის მოქალაქე სამხედრომ, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, მომხდარის შესახებ საქართველოში ამერიკის კონსულს აცნობა

 კურიერის ინფორმაციით, საერთაშორისო რიგით მე-5 კვირეულის დასრულება აკადემიის რექტორის, მამია ბალახაძის, გადაწყვეტილებით ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა რესტორანში აღნიშნეს. აკრძალვის მიუხედავად, დალიეს და სავარაუდო ძალადობის ფაქტიც სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

 წინასწარ შედგენილ მენიუში ალკოჰოლი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან სამხედროებისთვის ეს აკრძალულია. სამხედრო მაღალჩინოსნებმა კადეტებისთვის რესტორანში ალკოჰოლური სასმელი ჩუმად შეიტანეს.

 ერთ-ერთმა კურსანტმა რომელიც ამერიკის მოქალაქეზე ძალადობის საღამოს, კადეტებთან ერთად, რესტორანში იმყოფებოდა დაადასტურა, რომ სუფრაზე სასმელი იყო.

 ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, მაგრამ მათ ამბავი დამალეს და საქმის გამოძიებაც კი არ დაუწყიათ.

 აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელმა სტუმარმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ძალადობაში ადანაშაულებდა, საქართველო დატოვა და ამის გამო გამოძიება არ დაიწყეს. 

ირკვევა, რომ ძალადობაში ამერიკელმა კადეტმა ბათუმის საზღვაო აკადემიიდან მყოფი კურსანტები დაადანაშაულა. საზღვაოს უნივერსიტეტს კი საერთაშორისო კვირეულზე მხოლოდ 2 წარმომადგენელი ჰყავდა. ორივე მათგანი რომ საქმის კურსშია, ის გარემოებაც მეტყველებს, რომ კამერის წინ თავის მართლება ისე დაიწყეს, არც უკითხავთ, კონკრეტულად ვინ და რაში ადანაშაულებდა მათ.

 ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელსაც აკადემიის რექტორი საგულდაგულოდ მალავს, სამხედრო სასწავლებლის დერეფნების კამერების ჩანაწერებია, სადაც ძალადობის სავარაუდო ფაქტი კარგად ჩანს.

 რატომ დახუჭა თვალი ლევან იზორიამ თავისივე უწყების დაქვემდებარებაში არსებულ აკადემიაში მომხარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, უცნობია. სამხედრო პოლიციამ არც იმის მოკვლევა დაიწყო, როგორ აღმოჩნდნენ ნასვამი ადამიანები სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე და ვისი პასუხისმგებლობა იყო, რომ იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზე ეზრუნა.

 რუსთავი 2

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები