0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თინა ბოკუჩავა - ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია

"ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია,"-ასე პასუხობს თინათინ ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კომპლიმენტს, სადაც წულუკიანმა აღნიშნა, რომ თინათინ ბოკუჩავა ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს, თუმცა ის ძალიან ლამაზი ქალია.

გუშინდელი ხანგრძლივი, ხმაურიანი განხილვების შემდეგ თეა წულუკიანს რეგლამენტიდან გამომდინარე პარლამენტში მისვლა დღესაც მოუწევს. გუშინ დებატები წულუკიანთან 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უცვლელ მინისტრთან ბოლო რეპლიკა თინა ბოკუჩავას ჰქონდა - მან წულუკიანის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე ისაუბრა და არ გამორიცხა წულუკიანს ჰქონდეს ინფორმაცია არაერთ ხმაურიან საქმეზე. მინისტრმა დეპუტატის სწორედ ამ განცხადებებს საპასუხოდ გაამახვილა ყურადღება ბოკუჩავას გარეგნობაზე, თუმცა მის პოლიტიკურ განცხადებებს ილუზიები უწოდა. წულუკიანის გამოხმაურებას ბოკუჩავამ უპასუხა.

"გავიგეთ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ აღნიშნული კითხვა რომ დაესვა კაც დეპუტატს, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე. ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების, ეს ბინძური საქმეები არის "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება, ძალიან ბუნდოვან გარემოებებში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, სწორედ ამიტომ აძლევს ის თავს უფლებას, რომ აშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...