1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია, თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.


ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს და მათ სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი, ედვარდ იაუ ხელმძღვანელობს.


ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციის საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის მიზანი კავშირების გაფართოვება, ინვესტიციების შესაძლებლობების განხილვა და ბიზნეს პარტნიორების მოძიებაა.


ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი, რომელზეც საბჭოს წარმომადგენლებს „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში ინვესტიციების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  სემინარს ესწრებოდნენ საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დელეგატებს რამდენიმე წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნეს. 

სემინარის შემდეგ, მედიისთვის პრეკონფერნეცია გამართა სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანმა. ედვარდ იაუმ ყურადღება გაამახვილა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნებზე. ასევე, ისაუბრა ჰონგ კონგის ადმინისტრაციული ერთეულისა და საქართველოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობაზე.


„ჰონგ კონგი ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური ცენტრია არა მხოლოდ აზიაში, არამედ - მსოფლიოშიც. ამიტომ, ჩვენი ინტერესია, განვვითარდეთ და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყანასთან.  სწორედ ამისთვის ჩამოვედით თბილისში, რომ გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები, რადგან საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ის არის ერთგვარი კარიბჭე ევროპასა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. ჩვენი ინტერესის სფეროებს შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები. იმედი გვაქვს, წარმატებულად ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ედვარდ იაუმ.


ჰონგ კონგის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმაც ისაუბრა. 


„ჰონგ კონგისთვის საქართველო არის ერთქვარი ჰაბი, სადაც შესაძლებელია, აწარმოონ პროდუქცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამოყენებით, მათ წვდომა ეძლევათ 2,3 მილიარდიან ბაზართან. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე - ევროპასთან. ამასთან, საქართველოს აქვს ისტორიული ცოდნა და კვალიფიციური მუშახელი, რომ მოახდინოს შემოსული ინვესტიციების მხარდაჭერა,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. 


ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ იაუ და რამდენიმე დელეგატი საქართველის ვიცე პრემიერ-მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. ასევე, გაიმართა შეხვედრები საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტსა და პალატის წევრებთანაც. 


საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია ბუდაპეშტში გაემგზავრება. უნგრეთის დედაქალაქში დელეგაციის წევრები შეხვედრებს უნგრეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ. 


ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს პირველად არ სტუმრობს. გასულ წელს საქართველოსა და ჰონგ-კონგის ადმინისტრაციულ ერთეულს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ორი ქევყნის სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით დამატებით პერსპექტივებს აჩენს. ამავე წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორადუმს მოეწერა ხელი.


ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს შესახებ.


ჰონკონგის სავაჭრო განვითარების საბჭო (HKTDC) ნორმატიული ორგანოა, რომელიც 1966 წელს ჰონგ კონგში ვაჭრობის განვითარების ხელშესაწყობად დაარსდა. საბჭოს მსოფლიოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს, აქედან 13 - ჩინეთში. მისი ერთ-ერთი მიზანია, წარმოაჩინოს ჰონგ კონგი, როგორც ორმხრივი გლობალური საინვესტიციო და ბიზნეს ჰაბი.  HKTDC ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებსა და ბიზნეს-მისიებს, რათა შექმნას ბიზნეს შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...