რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის გახსნისას იაპონია-საქართველოს შესანიშნავ ხალხთაშორის და პოლიტიკურ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.
მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.
"იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიოში ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული თანაარსებობით, რამაც უპრეცედენტო წარმატებას დაუდო საფუძველი. ჩვენც ზუსტად ასე ვხედავთ განვითარებას, თუმცა შეუძლებელია ნამდვილად მდგრადი და გამძლე ეკონომიკის შექმნა ძლიერი ადამიანური კაპიტალის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით დავიწყეთ განათლების სექტორში ძალიან ამბიციური რეფორმა ჩემს ქვეყანაში. გვსურს, განათლება საქართველოს ეკონომიკის დომინანტ სექტორად ვაქციოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტამდე გავზარდოთ მისი წილი საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით. განზრახული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დარგის დაფინანსების ყოველწლიური ზრდა, რომელიც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მიაღწევს. ხშირად მითქვამს, რომ რეფორმების კუთხით მოსაკრეფი ნაყოფი ქვედა ტოტებზე არ დაგვრჩა. ძალიან ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებით გაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას. საქართველო ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნესცენტრად ქცევის ბუნებრივი კანდიდატი. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე; ვართ მცირე ზომის, თუმცა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ეკონომიკა. ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელს სამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული გლობალურ კონტექსტში, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი. ამ კუთხით ზრდის უდიდეს პოტენციალს ვხედავთ, კონკრეტულად კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ორი კვირის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაზარდა BB ნიშნულამდე და საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სარეიტინგო მაჩვენებელი გაეზარდა. ინფრასტრუქტურის როლი ამ გზაზე გადამწყვეტია და ამ მიზნით ვაპირებთ, 2023 წლისთვის დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საშუალებით წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზრებთან", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი.
პრემიერის შეფასებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ერს შორის ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე, რაც იაპონიიდან საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
"დასკვნის სახით, მინდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი მოვფინო საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და რეგიონულ ცენტრად ქცევის უდიდეს პოტენციალს. იაპონია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნების მქონე ერმა დაძლიოს ბევრი სირთულე და წარმატებას მიაღწიოს. კვლავ ვიტყვი, რომ თქვენი დახმარებით და პარტნიორობით ყოველდღე გვახსენდება, რომ წინ ნათელი მომავალია. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოთი დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს მალე ვიხილავ ჩემს ქვეყანაში", - მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო...
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”. ისი...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს გუბერნატორებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ომში დაღუპულთა რიცხვი აღარ დაასახელონ. „არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშ...
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილუ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Twitter-ზე წერს: “შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თ...
ბრიტანელი ლიენ ბეტელი, რომელიც ტელფორდში ცხოვრობს, „ფეისბუქზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღრუბლებში უცნაური გამოსახულება ჩანს. ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები