1 2 : 2 1
 | 

მსოფლიო

“მიმართვა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს" - “ომეგას" 1 500 თანამშრომელი

“მიმართვა ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს" - ამ სიტყვბით მიმართავს “ომეგა ჯგუფის” 1 500 თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"მოგმართავთ „ომეგა ჯგუფის“ მშრომელი ხალხის, 1500 თანამშრომლის სახელით, ბოლო პერიოდში განვითარებული მდგომარეობის გამო.

ბატონო ბიძინა, ჩვენთვის, უბრალო მშრომელი ხალხისთვის, კარგად გასაგებია მიზეზი ომეგას ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში და ამავე დროს, არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა.

ჩვენ, უბრალო მშრომელი ხალხი ვმუშაობთ „ომეგა ჯგუფში“ თითქმის 30 წელია. გვეამაყება, რომ ჩვენი შრომის შედეგად ბიუჯეტში „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა 1.5 მილიარდზე მეტი ლარი და ამავე დროს, ჩვენი შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას, მაგალითისთვის 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით, შევიტანეთ 6 მლნ. ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში დააკარგვინა სახელმწიფო ბიუჯეტს 12 მლნ. ლარი.

ჩვენ, „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას, ჩვენს ფაბრიკაში და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენი ოჯახებისთვის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და არ შევიქმნებით მსხვერპლი მთავრობის უკანონო შურისძიების. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება, ჩვენ კი სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად , რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით.

მაგალითად, წინა მთავრობის დროს, 2004 წელს „ომეგამ“ მიიღო რესტრუქტურიზაცია, 5 წლის განმავლობაში წარმატებით გაისტუმრა და ამავე დროს, იგივე მთავრობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში 700 მლნ. ლარზე მეტი შეიტანა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს არსებული ვალდებულება, მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და

 ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის საქართველოში და „ომეგა ჯგუფი“ კი ასევე, იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის უფლებების და თავისუფლების საუკეთესო მაგალითი,” – წერია განხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:56

    ემილია კლარკი კვდება? - რა დაემართა „სამეფო კარის ...

    ემილია კლარკი სიმსივნეს ებრძოდა.  32  წლის მსახიობი ტვინის ანევრიზმით კინაღამ მოკვდა - ამის შესახებ  „სამეფო კარის თამაშების“  მსახიობმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა. "ასეთი შეშინ...

  • 14:15

    ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულ...

    ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. აფეთქებამ ორი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამოწვია.ს...

  • 17:44

    ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა...

    ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ მან განცხადება უკვე გააკეთა. ნაზარბაევის თქმით, ის უბრალოდ დაიღალა.ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ...

  • 18:07

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარც...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე შეხვედრაში რუსეთის გუნდი კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რუსებს 3 ლელო დაუდეს. ამ მოგებით მილტონ ჰ...

  • 12:05

    ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღზე...

    ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები.„დეილი მეილი“ მ გაავრცელა  სურათი, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელებ...

  • 10:59

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: "ვაშინგტონს არც სურს, რო...

    ვაშინგტონს არც სურს, რომ ამერიკის მოკავშირეები ევროპაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის შედეგად, რუსულ გაზზე გახდნენ დამოკიდებული, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხ...

  • 13:33

    65 წლის მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერა...

    ბელგიელი, ალმასით მოვაჭრე მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ეჰუდ არი ლანიადო 65 წლის იყო. სპეციალურად ამ ოპერაციისთვის ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა. [I=...

×