2 2 : 0 3
 | 

მსოფლიო

Samsung Galaxy S10 სმარტფონების წინასწარი შეკვეთები დაიწყო

ჩამოტვირთვა

Galaxy S სერიის პირველი სმარტფონის გამოჩენიდან ათწლეულის შემდეგ, Samsung Electronics-მა Galaxy S10 სერიის ახალი ფლაგმანი მოწყობილობები წარადგინა და საფუძველი ჩაუყარა მობილური ინოვაციების განვითარების ახალ დეკადას. პრემიალური სიახლეების ჩამონათვალშია - ძირითადი მოდელი Galaxy S10, გაზრდილი ზომის მოდელი Galaxy S10+ - მათ შორის კერამიკული კორპუსით და 1 TB შიდა მეხსიერებით, Galaxy S10e კომპაქტური კორპუსით და ბრტყელი ეკრანით. 

ამ სმარტფონების წინასწარ შეკვეთები უკვე დაიწყო და 7 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. შეუკვეთეთ წინასწარ Galaxy S10e | S10 | S10+ სამსუნგ ელექტრონიქსის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში ოფიციალური ჰოლოგრამით და მიიღეთ საჩუქრად უახლესი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds. 

Galaxy S10 სერიის მოდელებში Samsung Electronics-მა  შემოგვთავაზა სრულიად ახალი ეკრანისა და დიზაინის კონცეფცია. ეს არის სინემატიკური ე.წ. Infinity O ეკრანი, რომელიც გამოირჩევა თითქმის გამქრალი ჩარჩოებით და ეკრანში ინტეგრირებული ფრონტალური კამერით, რომელიც სმარტფონებს ინოვაციურ დიზაინს სძენს. ამ შთამბეჭდავი ეკრანის დასაცავად პირველად სმარტფონებში გამოიყენება Corning Gorilla Glass 6 თაობის დაცვა. 

ეფექტური დიზაინის გარდა Galaxy S10-ის ეკრანი გამოირჩევა იმით, რომ აქვს საუკეთესო გამოსახულების ხარისხი დღეს: ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი, 2K+ რეზოლუცია, Dynamic AMOLED ტექნოლოგია და ასევე მსოფლიოში პირველად HDR10+ის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემის შესაძლებლობას და მუდმივად ფერების გრადაციის კორექტირებას. 

Galaxy S10 | S10+ში გამოიყენება უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმი: თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში. ეს სმარტფონის უბრალო განბლოკვასაც კი ეფექტურად წარმოაჩენს. Galaxy S10 | S10+ ში აქ მსოფლიოში პირველი თითის ანაბეჭდის ულტრაბგერითი სენსორი გამოიყენება, რომელიც უფრო დაცულია და სველ თითსაც კი აღიქვამს. 

Galaxy S10 მოდელებში სამსუნგ Samsung Electronics-ი გპირდებათ მინიმუმ 24 საათიან მუშაობის ხანგრძლივობას. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს: დიდი ზომის აკუმულატორი, ენერგოეფექტური ახალი თაობის პროცესორი, გონიერი ოპერაციული სისტემა და გაგრილების მექანიზმები. 

Galaxy S10 მოდელებს აქვთ ენერგიის უსადენოდ გაცემის ფუნქცია. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად უბრალოდ უნდა დაადოთ თქვენს სმარტფონს სხვა სმარტფონი, სმარტ საათი ან უსადენო ყურსასმენები და ისინი მიიღებენ ენერგიას თქვენი Galaxy S10-დან.

Galaxy S10, S10+ ს აქვს 3 ძირითადი კამერა. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება და ფუნქცია აქვს: 

*ფართოკუთხოვანი ლინზა, დიაფრაგმის მოძრავი მექანიზმით და ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით, იღებს იდეალურ სურათს ღამით და აქვს ძალიან სწრაფი ფოკუსი;

*ტელეფოტო ტიპის ლინზა, იდეალური პორტრეტისათვის ფონის გაბუნდოვნებით და ოპტიკური მოახლოვებისათვის ხარისხის დაკარგვის გარეშე;

*ულტრა განიერი ლინზა, სპეციალურად ლამაზი პეიზაჟებისათვის ან ჯგუფური ფოტოებისათვის. იდეალურია  მოვლენის აღსაბეჭდად ვიდეო გადაღებით.

ფრონტალურ კამერას რაც შეეხება, აქაც საინტერესო სიახლეებია. Galaxy S10 მოდელები პირველია, რომლებსაც შეუძლიათ 4K (UHD) რეზოლუციის ვიდეოგადაღება ფრონტალური კამერით. Galaxy S10 მოდელების ფრონტალური კამერა აღჭურვილია Dual Pixel ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფ ფოკუსირებას და მკვეთრ სელფის. 

"ათი წლის წინ პირველი მოდელის გამოჩენისთანავე Galaxy S სერია პრემიალური ინოვაციების სახე გახდა და მომხმარებლებს სთავაზობდა წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს, რომელიც კონკრეტულად მათზე იყო მორგებული - განაცხადა DJ Koh-მ Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და IT და  მობილური კომუნიკაციების  ხელმძღვანელმა - Galaxy S10 ეფუძნება S სერიის მდიდარ მემკვიდრეობას და ასახავს ინოვაციებს ეკრანის, კამერისა და მწარმოებლურობის მიმართულებით. ოთხი პრემიალური მოწყობილობა, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია კონკრეტული ტიპის მომხმარებლისთვის, საშუალებას მისცემს Samsung- ს გააძლიეროს საკუთარი პოზიცია  სმარტფონების ტექნოლოგიების ახალი ეპოქის გახსნით“. 

შეუკვეთეთ წინასწარ Galaxy S10e | S10 | S10+ სამსუნგს ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალურ პარტნიორებთან (ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრო მარტი, არაი-სმაილი, მაგთი) მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და მიიღეთ საჩუქრად უახლესი Galaxay Buds. 

სამსუნგი გირჩევთ, შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, ჰოლოგრამა გიცავს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:26

    "ამერიკის სული" ანათებს! გიზიარებთ, რომ ყველამ გან...

    "ამერიკის სული" ანათებს! მოხარული ვარ, რომ ამ ლამაზ ექსპონატს გიზიარებთ, რომ ყველამ ნახოს და განიცადოს ეს სილამაზე  საშობაო სეზონისთვის!" – წერს მელანია ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში და ვიდ...

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...

  • 12:14

    ეწვიეთ საქართველოს, გააღიზიანეთ პუტინი - CNN-ზე ამ...

    CNN-ზე ამერიკელი ჟურნალისტი ბლოგის აქვეყნებს, სადაც ის მოგზაურებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს. ვილ ქეზქარტი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ის მიმართავს ნებისმიე...