0 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ხალხს წნევის წამლის ფული არ აქვს და პატრიარქი ყოველ ამოხველებაზე ევროპაში დაჰყავთ“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

„ასიათასობით ჩვენს თანამემამულეს წნევის დამწევი მედიკამენტის შესაძენი ფული არ აქვს და პატრიარქი ყოველ ამოხველებაზე სატანისტურ ევროპაში დაჰყავთ... 

დღეში ასობით ლაპარასკოპიული ოპერაცია კეთდება აქ და თან გაცილებით იაფია ვიდრე გერმანიაში, თან ღვთისმშობელი კალთას ხომ მხოლოდ წილხვედრს აფარებს და არა სატანისტურ ევროპას, მით უფრო მაშინ, როცა ქირურგი გეია ?! 

სასაცილოა , რომ მამალაძემ თურმე კალიუმის ციანიდი შეიძინა და თან ვიღაცას გაანდო პატრიარქის მოსაწამლად რომ უნდოდა, ოღონდ არავინ იცის ვისგან შეიძინა... ციანიდი არანაირ შემოწმებას არ ექვემდებარება და ვერაფერი ვერ რეაგირებს სასაზღვრო შემოწმებისას თუ გამყიდველს არ გაუმხელთ, რომ პატრიარქის მოსაწამლად გჭირდებათ . 

ჩემთვის, როგორც აღმსარებელი ქრისტიანისთვის, ვერანაირად ვერ იქნება ანგარიშგასაწევი და ვერანაირი ავტორიტეტის მატარებელი ის ინსტიტუცია , რომელსაც მართავს არა პატრიარქი, არამედ საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველი - მატრიარქი შორენა, რომლის პირად გარემოცვაშიც იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ხარჯზე დიდი რაოდენობით შემოსავალს იღებდნენ, საუბარია ასეულობით მილიონ დოლარზე.... მოხვეჭილი თანხით შეძენილი აქვთ რამოდნეიმე აგარაკი ევროპაში, პირად საკუთრებაში ფლობენ ეკლესიებს, რომლებიც ბიზნესცენტრებად აქვთ გადაქცეული და არ იხდიან მოგების გადასახადს... 

ყველასთვის ცნობილია, მამა გიორგის საქმეც თეთრუაშვილის გვართან რომ არის კავშირში და ციანიდის კვალიც მისკენ მიდის, რომელსაც საპატრიარქოს სახელზე არსებულ სახლში გახსნილი ჰქონდა ბორდელი , სადაც დასაქმებული ჰყავდათ და აცხოვრებდნენ მეძავებს, რომლებიც გამოძახებითაც ემსახურებოდნენ სარფიან კლიენტებს და ამ სახლს გარედან ეწერა "საპატრიარქოს სახლი N 3“ . 

არაერთ სასულიერო პირთან გაჩნდა შეკითხვები ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებასთან დაკავშირებით და რამოდენიმე მათგანი პასუხისგებაშიც არის მიცემული, რომლებიც თეთრუაშვილის გუნდის წევრებად სახელდებიან! 1980 წლის 2 იანვარს , მცხეთაში მომხდარი ზვიადაურის მკვლელობაც თეთრუაშვილს უკავშირდება და ამ ხნის მანძილზე მისი ოჯახის წევრებიც ამაოდ ითხოვენ შორენას დასჯას ! თეთრუაშვილის გვარი სახელდება იმ საქმეშიც, სადაც პატრიარქის სახლში ტერორისტებს მალავდნენ ! აღარაფერს ვამბობ იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც თეთრუაშვილის კლანის წევრები არიან , რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას და რომლებიც ღიად თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებიც რ2-თან დაკავშირებით მრევლს ათასგვარ სიბინძურეებს უყვებოდნენ ქადაგების დროს და რომელთა საყვარელი გაზეთიც "ასავალ-დასავალია", აღარ შევჩერდები იმ ფაქტზე, რომ თავად პატრიარქისგან მწამებელი ბედუკაძე იქნა დაჯილდოებული და გულში ჩახუტებული! 

საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და სწორედაც უნდა იყოს ჩვენი ინტერესის ობიექტი, რომელიც ქადაგებს, რომ სუროგაციით დაბადებული ბავშვები ცოდვის შვილები არიან და არ არიან სხვა ადამიანების თანასწორნი, რომ ლესბოსელი და გეი უნდა მოიკვეთოს, და ა.შ. ზნეობისკენ ზნეობრივი ადამიანები უნდა მოგვიწოდებდნენ და არა უზნეონი , სიყვარულისკენ კეთილი და სათნო ადამიანები უნდა მიგვითითებდნენ და არა ბოროტი ადამიანები, რომლებიც ტაბურეტებით დასდევენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს!“ - წერს მეგი გოცირიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...