1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვერ აპატიეს დათოს, რომ მიუხედავად გაყალბებისა, რუსთავში მაინც მოვიგეთ არჩევნების მეორე ტურიც"- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და  "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვას ავრცელებს

"მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა დავით კირკიტაძესთან მიმართებაში. რეალურად, სრულიად მოგონილი ბრალდებით, რომ როდესაც დემონსტრაციას ავტობუსით უკანონოდ გადაუკეტეს გზა, მან ავტობუსის ფანჯარას ჩაარტყა ფეხი ისე, რომ ფანჯარაც არ დაუმტვრევია და ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ კირკიტაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კიდევ ორი თვით გაუგრძელეს პატიმრობის ვადა. 

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი საორგანიზაციო სტრუქტურის ხელმძღვანელი, პრაქტიკულად, პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენი რეგიონალური მდივანი აღმოჩნდა ციხეში. 

ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი არის ციხეში, დათო კირკიტაძე არის ციხეში, მე ვერ შევსულვარ ქვეყანაში და ოპოზიცია არის ასეთ მდგომარეობაში. დათო კირკიტაძე არის გაბედული და მაგარი ადამიანი, მე ქედს ვიხრი მისი გამბედაობის წინაშე. ძალიან მალე დათო იქნება თავისუფალი, ისევემ როგორც საქართველო იქნება თავისუფალი. მათ ვერ აპატიეს დათოს ის, რომ მიუხედავად ყველა გაყალბებისა და მანიპულაციებისა, დათოს ხელმძღვანელობით რუსთავში მაინც მოვიგეთ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურიც. დათო კირკიტაძემ ამაში მთავარი როლი ითამაშა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...