1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 15 ათას ლარამდეა”

სახელმწიფო სრულად მოუმზადებელი შეხვდა ამ პროექტის განხორციელებას და ადამიანებიც კი არ ჰყავს სამსახურში აყვანილი ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდებაზე, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა საპენსიო მოდელმა დააზარალა კერძო ბიზნესი და მოქალაქეები.

„ადამიანებს გამოართვეს ფული, მათ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ მათ თქვეს, ვერ დააბანდეს ეს თანხა, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება სად წაიღონ ეს თანხები. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან დაპირებული პროცენტი არ იყო დარიცხული. საზოგადოებას პირობა ვერ შეუსრულეს. უკვე გვყავს ჩინოვნიკები, უკვე გვყავს საპენსიო სააგენტოს დირექტორი, რომელიც აიყვანეს საკმაოდ მაღალ ხელფასზე და ეს ხელფასი არის თვეში 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე. გარდა ამისა, ამ ორი თვის განმავლობაში რაც ეს სააგენტო არსებობს, უკვე იყო გაწეული ხარჯები და პირდაპირი შესყიდვის წესით მათ უკვე განახორციელეს 250 ათასი ლარის შესყიდვები ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მათივე საიტზე არსებული ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5-ვე თანამდებობა არის ვაკანტური, ვაკანტურია უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობა, ვაკანტურია მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობა, ვაკანტურია რისკის კომიტეტის სამი წევრის, დირექტორის მოადგილის თანამდებობები. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვყავს მაღალანაზღაურებადი დირექტორი, გვაქვს პირდაპირ გამარტივებული წესით შესყიდვები, მაგრამ დანაპირები ჰაერშია გამოკიდებული და ეს დაპირება არ სრულდება”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...