1 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ ბატიაშვილი - სექტემბრიდან პედაგოგების ხელფასი გაიზრდება

ჩამოტვირთვა

 პედაგოგებმა დრო და მოტივაცია არა ბიუროკრატიულ წინაღობებს, არამედ მოსწავლეების განვითარებას და მათთან შემოქმედებით მუშაობას უნდა მოახმარონ. სამინისტრო კი თავის მხრივ გაზრდილი ბიუჯეტით უზრუნველყოფს პედაგოგების ხელფასების ზრდას და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას –  ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წელს იგეგმება:

➡️ სამინისტრო მაისში წარმოადგენს პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმას, სექტემბრიდან კი ანაზღაურება გაიზრდება.

➡️ დაიწყება 149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

➡️ ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 31 საჯარო სკოლას;

➡️ დაიწყება 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;

➡️ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით რეგიონებში 27 ახალი საჯარო სკოლა აშენდება.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე.

ჩვენ მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას და სექტემბრისთვის მოხდება პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები