1 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა

28 იანვარი, 2019- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა თავისუფლების მოედანზე მდებარე, ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი  გახსნა. ეს შენობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი „საკრედიტო საზოგადოების შენობა“, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა. შენობაში განთავსებულია საუკუნოვანი არქიტექტურული დეტალები, თაღები და ისტორიულ ძეგლად მიჩნეული უძველესი სალარო, რომელსაც ასევე ისტორიული და პირველადი სახით შენარჩუნებული რკინის ჯებირი აქვს. საკრედიტო საზოგადოების შენობა ერთ-ერთი პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში.

 

საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შენობაში განთავსდა დაგროვილი ქონების მართვის ფილიალი. დაგროვილი ქონების მართვისთვის ფილიალის ისტორიული შენობა, თანამედროვე დიზაინის ელემენტებით განახლდა. დიზაინზე იტალიურმა, დიზაინის ინოვაციურმა კომპანიამ- DINN!-მა იმუშავა. კომპანიამ განახლების გეგმა ისე შეიმუშავა, რომ რესტავრაციისას შენარჩუნდა მხატვრულ არქიტექტურული გამომსახველობა. DINN!-ის კონცეფცია ეფუძნება საქართველოს ისტორიული და კულტურული ფასეულობების წარმოჩენას დასავლურ ღირებულებებთან სინთეზში. დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია ასომთავრული ანბანი. სპეციალურად შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეში ასომთავრული ანბანითვე დაწერილია ვეფხისტყაოსნის აფორიზმები, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ნათლად დაინახო ქართული დამწერლობისა და ანბანის უნიკალურობა.

 

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებებს ბანკი სწორედ ამ ისტორიული შენობიდან განახორციელებს. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს კლიენტებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა. საამაყოა, რომ ეს პროცესი სწორედ ისტორიული შენობიდან წარიმართება და სიმბოლურია, რომ ამ შენობაში პირველი ქართული ბანკი იყო განთავსებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება.  საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით წარმოდგენილია წარმომადგენლობითი ოფისებით, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...