1 3 : 2 7
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის საკითხი ისევ წამოჭრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა.

ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე წამოჭრა, სწორედ „კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი იყო. სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საექსპორტო მიზნებისთვის ქვეყანაში კანაფის კულტივაციის დაწყებას ითვალისწინებდა, მთავრობამ პარლამენტიდან ოქტომბრის ბოლოს გაიწვია.

პროექტის გაწვევას წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიასსაქართველოს კათოლიკოსს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვყნებიდენ მალევე მოხდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:44

    ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა...

    ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ მან განცხადება უკვე გააკეთა. ნაზარბაევის თქმით, ის უბრალოდ დაიღალა.ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ...

  • 18:07

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარც...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე შეხვედრაში რუსეთის გუნდი კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რუსებს 3 ლელო დაუდეს. ამ მოგებით მილტონ ჰ...

  • 12:05

    ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღზე...

    ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები.„დეილი მეილი“ მ გაავრცელა  სურათი, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელებ...

  • 10:59

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: "ვაშინგტონს არც სურს, რო...

    ვაშინგტონს არც სურს, რომ ამერიკის მოკავშირეები ევროპაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის შედეგად, რუსულ გაზზე გახდნენ დამოკიდებული, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხ...

  • 13:33

    65 წლის მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერა...

    ბელგიელი, ალმასით მოვაჭრე მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ეჰუდ არი ლანიადო 65 წლის იყო. სპეციალურად ამ ოპერაციისთვის ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა. [I=...

  • 16:14

    ეჭვიანობის ნიადაგზე 20 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონას ...

     საშინელი ინცინდენტი მოხდა პერმის რაიონის სოფელ იაივაში. ეჭვიანობის ნიადაგზე 20 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონას ყელი ქუჩაში , გამვლელების თანდასწრებით  გამოჭრა.როგორც უცხოური მედია იუწყება, ...

  • 12:05

    საუკეთესო ფილმი, მსახიობი, რეჟისურა და სიმღერა - „...

    ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ , ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდა. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვ...

×