0 1 : 1 2
 | 

მსოფლიო

8 კილო და 500 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკის შემოტანა - დაკავებულია ირანის 2 და თურქეთის 1 მოქალაქე

ჩამოტვირთვა

საქართველოს ტერიტორიაზე 8 კილო და 500 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა - დაკავებულია ირანის 2 და თურქეთის ერთი მოქალაქე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი საქართველოს მოქალაქეც დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენეხვა-გასაღებას ედავება.  

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები