0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი და დახვეწილი საოცრება - HUAWEI Mate20 Pro ქართულ ბაზარზე გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე  ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონი HUAWEI Mate20 Pro 14 დეკემბერს გამოჩნდა და უკვე მისი შეძენა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

მართალია, HUAWEI Mate10 Pro-ს გამოსვლიდან ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, მაგრამ კომპანია HUAWEI  ანებივრებს მომხმარებელს და მას განახლებულ და ზეინოვაციურ სმარტფონს -  HUAWEI Mate20 Pro-ს სთავაზობს. როგორც ექპერტები აცხადებენ Mate10 Pro-ს შთამომავალი, არსებული პარამეტრების გათვალისწინებით, ცდილობს კონკურენცია თავისსავე წინამორბედს გაუწიოს. „საოცრება“ ასე უწოდებენ ისინი და არცთუ უსაფუძვლოდ. 

„ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს  უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია ...“ - ეს მსოფლიომაც აღიარა. 

სინამდვილეში კი, ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება, სულ უფრო აქტიურად შლის საზღვრებს ოცნებასა და რეალობას შორის. სწორედ, წარმოსახვის უსაზღვრო ძალა წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ახალი HUAWEI Mate 20 Pro -ს შექმნაში. HUAWEI Mate 20 Pro-ს სამმაგი კამერა Leica "ფლეშ" ნათებით სიმეტრიულად არის განლაგებული სმარტფონის კორპუსზე - უკანა პანელის შუა ნაწილში. ასეთი გადაწყვეტა განასხვავებს Mate სერიის მოწყობილობების ინდივიდუალურ დიზაინს. გახსენით ფანჯარა გარემომცველ სამყაროში HUAWEI Mate 20 Pro-ს ლინზების საშუალებით. 

სმარტფონები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია, ქართველ მომხმარებელს  საბოლოო არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო უადვილებს. ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები აძლევს მას შესძლებლობას ეზიაროს  სრულყოფილ ცხოვრებას. 

ბუნების მდიდარი ფერების შთაგონებით HUAWEI Mate 20 Pro ხელმისაწვდომია ოთხ განსხვავებულ ფერში: ბინდისფერი, ზურმუხტისფერი, შავი და მწვანე. სინათლე ლამაზად აირეკლება ტელეფონის შავ და ზურმუხტისებრ მწვანე ზედაპირზე და უნიკალურ მბრწყინავ ოპტიკურ ეფექტს ქმნის. მინის სპეციალური ტექსტურა არ სრიალებს და მასზე თითის ანაბეჭდები არ რჩება.

ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პროცესორით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდსუტრიაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია HUAWEI, როგორც ყოველთვის ახლაც ზრუნავს   მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათ HUAWEI Mate20 სერიის მფლობელებს   განსაკუთრებულ საგარანტიო პირობებსაც სთავაზობს, რაც სხვა კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით, უფრო მომხიბვლელი და მომხარებელის ინტერესებზეა მორგებული. 

კომპანია გაძლევთ საშუალებას, HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონების შეძენის შემთხვევაში, მიიღოთ 18 თვიანი საგარანტიო მომსახურება და დამატებით 6 თვიანი  მობილურის ეკრანისთვის, კერძოდთუ ტელეფონის ეკრანი შემთხვევით დაგიზიანდებათდამატებითი საგარანტიო მოსამსხურების ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა დაზიანებული ეკრანი სრულიად უფასოდ შეცვალოთ, კომპანია HUAWEI აგინაზღაურებთ, როგორც ეკრანის, ისე ეკრანის შეცვლის მომსახურების ხარჯებს.  ასევე   ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 032 2 422216, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიიღოს მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინფორმაცია HUAWEI- სმარტფონების ახალი მოდელების, სერვის ცენტრების, მომსახურებისა თუ საგარანტიო პირობების შესახებ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით, საფოსტო მომსახურებას სთავაზობს. გასათვალისწინებელია, რომ  საფოსტო მომსახურება ცენტრიდან-მოხმარებლამდე პროდუქციის უფასო მიწოდებას ითვალისწინებს. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...