0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაკურიანში “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმრო აშენდება

თიბისი ბანკის და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, “GRDC” და „აჭარა ჯგუფი“ ბაკურიანში  “კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“სასტუმროს ააშენებს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოეწერა ხელი და ის „კოხტა გორაზე“ ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარეტერიტორიაზე, არანაკლებ 92 ნომრიანი სასტუმროსა და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი  „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა. ხოლო GRDC პროექტის მომდევნო ფაზაზედამატებითი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს.  „Rooms Hotel Kokhta“ თავისი გამორჩეულიარქიტექტურით და დიზაინით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული რეგიონის ტურიზმის განვითარებაში. სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta“ ბაკურიანში, „კოხტა გორას“ ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთანგანთავსდება. იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს უკვე 2019 წლის ზაფხულისსეზონამდე მიიღებს. კურორტის განვითარების მხოლოდ პირველ ფაზაზე სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზეგაშენდება, საიდანაც  5 000 კვ.მ აპარტამენტებს, ხოლო 12 000 კვ.მ სასტუმროს დაეთმობა. „Rooms Hotel Kokhta“ Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლას/დაბრუნებასან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც უშუალოდ სასტუმროს მომიჯნავეტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი. სასტუმრო გააერთიანებს:•            არანაკლებ 92 ნომერს და 70 აპარტამენტს;•            300 სტუმარზე გათვლილ  საკონფერენციო დარბაზს;•            300 სტუმარზე გათვლილ რესტორანს;•            ლაუნჯ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით.•            საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი თიბისი ბანკის და EBRD-ის მიერ, RFS-ისპროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსდება,  დანარჩენი კი -  GRDC-ის და Adjara Group-ის კაპიტალით. ”GRDC-თან ერთად და EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი “Rooms Hotel” გაიხსნება, რომელიც განსხვავებულ კონცეფციას და დიზაინს შესთავაზებს სტუმრებს. ამ პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავს მსოფლიო წამყვან სამთო-სათხილამურო კურტორტების სტანდარტებთან დასაახლოვებლად,” - განაცხადა აჭარა ჯგუფისაღმასრულებულმა დირექტორმა - ვალერი ჩეხერიამ     „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეფინანსებინა თავის დარგში ორი ლიდერი კომპანიის  - GRDC-ისა და ”აჭარა ჯგუფის“პარტნიორობით შექმნილი პროექტის მშენებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია დამატებით მოტივაციას მისცემსინვესტორებს, განახორციელონ მსგავსი ტიპის საინტერესო პროექტები ამ რეგიონში“, - განაცხადა თიბის ბანკის გენერალური დირექტორისმოადგილემ, გიორგი თხელიძემ. "გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ევრობანკის სამ პარტნიორ კომპანიასთან - თიბისი ბანკთან, აჭარა ჯგუფთან და GRDC-ისთან - საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორების განსავითარებლად.  ევრობანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავსსაგრანტო კომპონენტს და მიზნად ისახავს შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტური საიზოლაციო მასალებითა და LED განათებით აღჭურვას.ჩვენი მიზანია,  ენერგოეფექტური მშენებლობის პრეცედენტი შევქმნათ მთიან რეგიონში და მხარი დავუჭიროთ მშენებლობის ახალისტანდარტების დანერგვას საქართველოში," - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში. სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და ის 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...