0 4 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტისთვის 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა

18 დეკემბერი, 2018- საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად გაიმართა და პირველივე ჯერზე საქართველოს ბანკმა ორი ჯილდო მიიღო. საქართველოს ბანკი CSR -ის სფეროში განხორციელებული საინტერესო  ინიციატივებისთვის დაჯილდოვდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის “გზად”. დამგზავრების აპლიკაცია ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა.  გზად აპლიკაცია კოლეგებს გარემოზე ზრუნვის, პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და ერთად კომფორტულად მგზავრობoს შესაძლებლობას აძლევს, რაც მოძრაობის განტვირთვაზეც პოზიტიურად აისახება.  ასევე, საქართველოს ბანკს CSR -ის შესახებ წარმოებული კომუნიკაციისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. CSR-ის სფეროში განხორციელებული შთამბეჭდავი ინიციატივებისათვის კი მადლობის სიგელი  მიიღო.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია,  მოწოდებულია იზრუნოს საკუთარი მომხმარებლის, დასაქმებულის და საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. ბანკი წლებია ახორციელებს ისეთ პროექტებს,  რომელიც ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვას, სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებას,  განათლების ხელშეწყობას,  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და  შშმ პირთა დასაქმებას. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ. მინდა მივულოცო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს ეს გამარჯვება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა, რადგან  გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

ინფორმაციისთვის: საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან (მათ შორის: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან,  და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. კონკურსი ითვალისწინებდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტების გამოვლენას ადგილობრივი და საერთაშორისო კატეგორიის ჟიურის მიერ, 9 ნომინაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...