1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 756 გვერდიანი კრებული „ქართული ხალხური ცეკვა“ გამოსცა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ძალისხმევითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,  756 გვერდიანი კრებული „ქართული ხალხური ცეკვა“  გამოიცა.

კრებული საკამაოდ, მოცულობითი სამეცნიერო პოპულარული გამოცემაა, რომელიც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივსა და  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული, ამავე დროს დავით ჯავრიშვილის მიერ მოძიებული და დამუშავებულ სამეცნიერო სახის ნაშრომების მიხედვით, ბაია ასიეშვილის რედაქტორობით შეიქმნა. პროეტის ხელმძღვანელია სოფო ლობჟანიძე. მის შედგენაში ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის უჩა დვალიშვილს.

კრებულს ასევე თანდართული აქვს ცეკვის ნახაზები, ილეთების გრაფიკული ნახატები პირობითი ნიშნებით, ასევე ცეკვების მუსიკალური თანხლების ნოტები და  ფოტოსურათები. წიგნს დართული აქვს მდიდარი სალექსიკონო მასალა. კრებულის ეკლექტური აგებულებიდან და მასალის მოცულობიდან გამომდინარე გამოცემაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"დავით ჯავრიშვილის ქართული ხალხური ცეკვის”მეორე ტომზე მუშაობა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ამ ეტაპზე, გამოცემის მესამე ტომზე მუშაობა გრძელდება. საკმაოდ ძნელი, რთული და შრომატევადი პროცესია. დაახლოებით, წელიწადნახევარი მაინც სჭირდება გამოცემის მომზადებას," - განმარტავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

კრებულის „ქართული ხალხური ცეკვა“ პრეზენტაცია ახლო მომავალში,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზშია გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...