0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ტექდატვალიერების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს

ეკა ლალიაშვილი: „ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალი, მისი კომპეტენცია, მისი კეთილსინდისიერება. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ იყო ქრთამის ფაქტებიც“

 „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ აბტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო მხოლოდ 5 ავტომობილია დაჯარიმებული. ალიანსში ამბობენ, რომ ტექდათვალიერების პროცესში ხარვეზებია და ეს ხარვეზები, უმეტესად, თავად რეფორმის მართვასა და მონიტორინგს ეხება. ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ თუ ეს ხარვეზები დროულად არ აღმოიფხვრება, ტექდათვალიერებას შედეგი არ ექნება.

„მნიშვნელოვანია პრესონალი, რომელიც ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას უზრუნველყოფს. მისი კომპეტენცია და მისი კეთილსინდისიერება. კვლევამ გამოაჩინა, რომ იყო ქრთამის ფაქტებიც. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულები. უნდა მიმდინარეობდეს ლაივ რეჟიმში კამერებით გადაღება, მონიტორინგი. უნდა იყოს, ასევე, მისტიური მომხმარებლის ხელით კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. ეს ყველაფერი განაპირობებს, საბოლოო ჯამში, რეფორმის წარმატებას.“

ეკა ლალიაშვილის აზრით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ქუჩაში ადმინისტრირება.

„ქუჩაში, პრაქტიკულად, ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი არ ხდება. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა - რამდენიმე ათასი ავტომობილი დაჯარიმებულია იმის გამო, რომ ტექ-ინსპექტირება არ გაუვლია. თუმცა, ჯარიმები გამონაბოლქვზე არის ძალიან მცირე მარტივი მიზეზის გამო: აღჭურვილობა არ გვაქვს,“ - ამბობს ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე.

მისივე მტკიცებით, გამონაბოლქვის ერთ-ერთი მიზეზი მოძველებული ავტოპარკია. ლალიაშვილი ამბობს, რომ მილიონ ორასი ათასი ავტომობილიდან 45% არის 20 წელს გადაცილებული. მთლიანი ავტოპარკის 91% კი არის 10 წელს გადაცილებული. მიმსი თქმით, ეს ავტომობილები ყოველწლიურად ძველდება და 20 წლის ავტომობილს სტანდარტი დაბალი აქვს. შესაბამისად, ალიანსში ამბობენ, რომ აუცილებელია ავტოპარკი განახლდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...