1 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა ამბავი დახვდა ადგილზე მისულ დედას” – ლისის ტრაგედიის დეტალები

27 ნოემბერს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა.  და-ძმასთან და მამასთან ერთად სასეირნოდ მყოფი წლინახევრის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი მარიტა დამენია ესაუბრა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ფაქტზე 17 წლის გოგო დააკავეს. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად გახდა, რის გამოც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრაგედიის დღეს მას ლისის ტბის მიმდებარედ შეყვარებული ახლადშეძენილი ავტომობილით მართვას ასწავლიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ მუხრუჭის და გაზის „პედლები“ აერია, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე დიდი სისწრაფით შევარდა.

„როგორც გავიგეთ, ამ 19 წლის ბიჭს მამამ 15 000 დოლარად ML-ს ჯიპი უყიდა. მანქანა ჯერ განბაჟებულიც არ იყო, რომ ბიჭმა გადაწყვიტა თავისი შეყვარებულის ლისის ტბაზე გასეირნება. მართვის მოწმობა არც ერთს არ ჰქონიათ. ბიჭმა საჭესთან დასვა – ტარებას გაწავლიო. სწრაფად მოძრაობდნენ“, – ამბობს მარიტა დამენია.

სწორედ ამ დროს გოგა ჯულუხიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ლისის ტბაზე სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილი. ბავშვები ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე სათამაშოდ შევიდნენ, რა დროსაც საავტომობილო გზიდან ML-ს მარკის ავტომობილმა დიდი სისწრაფით ჯერ სარეკლამო ბანერი, შემდეგ კი საგზაო ნიშნები და ბუჩქები გაარღვია და იქვე მყოფ წლინახევრის ტასო ჯულუხიძეს დაეჯახა.

„გოგამ ბავშვები ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შეიყვანა. იმ პერიმეტრზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია და შესასვლელი შალაგბაუმით არის გადაკეტილი. უფროსი როლიკებით კატაობდა, იქვე იყო შუათანაც და ტასოც. მოულოდნელად ავტომობილმა გაიტანა სარეკლამო ბანერი, საგზაო ნიშნები, ბუჩქები გაარღვია და პირდაპირ ბავშვების მიმართულებით წამოვიდა. ამ დროს უფროსმა, 10 წლის ბავშვმა თავისი მცირეწლოვანი და ხელში აიტაცა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ როლიკებზე იდგა, თავად წაიქცა, წლინახევრის ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა, რა დროსაც მას ავტომობილი ე.წ. ბამპერით პირადპირ თავის არეში დაეჯახა“, – ამბობს მარიტა დამენია.

თვითმხილველების გადმოცმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე მოისროლა, ხოლო უფროსი გოგონა, რომ არ წაქცეულიყო, ავტომობილი მასაც დაეჯახებოდა.

„თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებით ბავშვი იქვე, წამებში გარდაიცვალა. ფუძის ძვალი ჰქონდა გადატეხილი. დედას ამბავი სამსახურში გააგებინეს. ადგილზე, როცა ბივიდა იქ რა სურათიც დახვდა იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია“, – გვიყვება ოჯახის ახლობელი.

პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...