0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგია წარადგინა

სტრატეგია 5 მიმართულებას, მათ შორის გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებას მოიცავს.

 „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ  არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ გააცნო.

ლევან გიორგაძემ სტუმრებს კორპორაციული პასუხისმებლობის ახალი მიმართულებების, ასევე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსიაც სოკარის პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიერ წარმოებული CSR საქმიანობის მიზნებისა და იმ რესურსების თაობაზე, რასაც კომპანია გაიღებს ამა თუ იმ პროგრამის რეალიზაციისთვის. „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

სოკარის CSR-ის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტს“ გულისხმობს, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

გარემოს დაცვა : გარემოს დაცვის კუთხით, „სოკარი“, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ცდილობს გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ელექტროტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას ელექტროსატენების ქსელი, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მეტად გავრცელებას. ამასთან, „სოკარ გაზის“ ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში კი ხელს უწყობს მწვანე საფარის და ტყეების შენარჩუნებას, რადგან ბუნებრივმა აირმა ნელ-ნელა ჩაანაცვლა შეშის ღუმელების გამოყენება. კომპანია მილიონობით ლარს ხარჯავს ტყეების აღდგენისა და გაშენების პროექტებში ბორჯომ-ხარაგაულის რეგიონსა და საქართველოს სხვა ადგილებშიც.

ახალგაზრდების მხარდაჭერა: ახალგაზრდების მხარდასაჭერად, „სოკარი“პრობონო სერვისების განვითარების მიმართულებით ახდენს საკუთარი გამოცდილებისა და კომპეტენციის გავრცელებას პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე, „სოკარი“ ხელს შეუწყობს რეგიონებში არაფორმალური და ონლაინ განათლების განვითარებას.

უსაფრთხოება: კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. საქართველოში „სოკარის“ ჰოლდინგის ყველა კომპანია ნერგავს და მომავალშიც გააუმჯობესებს H&S სისტემებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე.

ქალთა გაძლიერება: „სოკარი“ მიუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებსა და ქალების დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე. ამასთან, ინერგება სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმები, რომლებიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა: შშმ პირების და ხანდაზმულების დასაქმება და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია „სოკარის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განიცდიან დისკრიმინაციას და მათ თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო ხანდაზმულების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მინიმალურია. ამ მიმართულებით კომპანია ნერგავს სპეციალურ მექანიზმებს ადამიანური რესურსების მართვის სისტემაში იმისათვის, რომ გაადვილდეს შშმ პირების დასაქმებისა და მათი სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციის პროცესი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...