0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გია აბაშიძე- არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო.

ცეესკო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით კანონიდან გამომდინარე შეზღუდული არ რის  და არც რაიმე  თაღლითობასთან  გვაქვს საქმე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს.

მისი თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის  პრაქტიკა არც უჩვეულოა და  არც უპრეცედენტო.

 „საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. უპრეცენდენტო ისაა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება გახდა.  რაც შეეხება პირველ ტურს, კოდექსის ჩანაწერის მიხედვით “არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა) / რეფერენდუმი / პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს “ და  ” არჩევნების დღე უქმად ცხადდება”. - განაცხადა გია აბაშიძემ.

რაც შეეხება საქართველოს უახლეს ისტორიას, გია აბაშიძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ორშაბათს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. მანამდე, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ოთხშაბათს, 21 მაისს. ორი წლით ადრე კი, 2006 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს. 2013 წელს,  კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს დანიშნა და თარიღი მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც იურისტები კანონის დარღვევაზე ალაპარაკდნენ, რადგან არ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დანიშვნა სამუშაო დღეს.

გია აბაშიძე აქვე საერთაშორისო პრაქტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს სახვადასხვა პრეცედენტები დასავლეთშიც, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ინიშნება.

„სულ ახლახანს ვნახეთ, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები გაიმართა სამშაბათს, 6 ნოემბერს.  ზოგადად, ამერიკაში ტრადიციაა არჩევნების ჩატარება სამშაბათობით, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების. უქმე დღე, როგორც ასეთი, ქვეყნის მასშტაბით არ ცხადდება. გააჩნია შტატს და ადგილობრივ კანონმდებლობას. მათ მეზობელ კანადაში არჩევნები ტარდება ორშაბათობით. დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათობით და ა.შ. საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვაგვარია და ემყარება იქ არსებულ ტრადიციებს. ჩვენთან კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ხდება იმ მოცემულობით რაც დადგა -  პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.“ - განაცხადა გია აბაშიძემ.

მისივე თქმით,  მსგავსი  პრეტენზიები გვესმოდა პირველ ტურამდე, როგორც "გაერთიანებული ოპოზიციისგან", ასევე მათი სატელიტი პოლიტიკოსებისგანაც.

„ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, უცხოელმა დიპლომატებმა მკაფიოდ და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე. ასე რომ, პრეტენზიები, ჩემი აზრით, პრეტენზიებადვე დარჩება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნები კი სულ სხვა, რეალური ვითარების ამსახველ ანგარიშს დადებს.“- აღნიშნა გია აბაშიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...